🎈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის აზოტი ინდორამამ სოფელი ახალი სამგორის საბავშვო ბაღს საჩუქრები გადასცა.
🎁კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა თავად მოინახულეს საბავშვო ბაღი და აღსაზრდელებს მუსიკალური ინსტრუმენტები და ეზოს მოსაწყობად განკუთვნილი საბავშვო სახლები მიუტანეს. აღნიშნული ნივთები ხელს შეუწყობს ბაღს უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში.
🤝 ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლომდებარე დასახლებებთან მჭიდრო ურთიერთობა, ადგილობრივი თემის მხარდაჭერა და ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.