2026 წლის თებერვლის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: კაპროლაქტამის ოსტატს გაეწია დახმარება 530 ლარის ოდენობით გულის სტენტირების გამო, ჟანგბადის წარმოების მემანქანეს დავეხმარეთ 2355 ლარით ჰისტერექტომიის დასაფინანსებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს დავეხმარეთ 1379 ლარით გულის შუნტირების ჩასატარებლად, სარემონტო-მექანიკური საამქროს ინჟინერს გაეწია დახმარება 398 ლარით მასტექტომიის დასაფინანსებლად, ელექტრომომარაგების საამქროს მეკაბელეს დავეხმარეთ 100 ლარით თვალის პტერიგიუმის ოპერაციული მოშორებისათვის, საწყობის მტვირთავს დავეხმარეთ 401 ლარით დიაბეტის სამკურნალო წამლების შესაძენად, რაც არ ფინანსდება კორპორაციული დაზღვევის მიერ. ორთქლმომარაგების საამქროს ცვლის უფროსს ინტრასპინალური აბსცესის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 2234 ლარის ოდენობით. სამშენებლო-სარემონტო საამქროს თანამშრომელს მენჯის სრული ენდოპროთეზირების გამო გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით. იგივე საამქროს გამამწვანებელს დავეხმარეთ 818 ლარით.

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: იგივე საამქროს დურგალს 46 წლის მეუღლის ჰისტერექტომიის ასანაზღაურებლად დავეხმარეთ 330 ლარით, იგივე საამქროს მშენებელს 26 წლის ვაჟის ფეხის თითის ოპერაციის გამო დაუფინანსეთ 190 ლარი, ელექტრომომარაგების სამსახურის ელზეინკალს 12 წლის ქალიშვილის იდიოპათიური სქოლიოზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1470 ლარით, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოსტატს 73 წლის მეუღლის წყლულოვანი ვარიკოზის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 445 ლარის ოდენობით, ავტოსატრასნრპოტო საამქროს თანამშრომელს 39 წლის ვაჟის მუხლის სინოვიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 360 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების 3 თანამშრომელს გაეწია თებერვლის თვეში დახმარებები: ტექნოლოგს 4 წლის ქალიშვილის ქუთუთოს ფტოზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 2177 ლარით, მეორე თანამშრომელს დავეხმარეთ 3000 ლარით სრული თირეოიდექტომიის ჩასატარებლად, მესამე თანამშრომელს გაეწია დახმარება 1470 ლარის ოდენობით მუხლის კუნთის და იოგის სრული გახლეჩის სამკურნალოდ.