აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
როგორ მოქმედებენ ნიადაგის pH-ზე ?
რატომ ვიყენებთ სასუქებს ბრმად და მერე ნიადაგს ვადანაშაულებთ? როდესაც წლებია ერთსა და იგივეს ვაკეთებთ, ვიყენებთ იმ სასუქს – რაც საწყობშია, რაც იაფად შეგვხვდება, რაც მეზობელმა გვირჩია – აუცილებლად ვიკითხავთ: რატომ აღარ იძლევა ნიადაგი მოსავალს? რატომ დასუსტდა მცენარე? პასუხი მარტივია–აზოტიან სასუქებს ამონიუმის სულფატს და ამონიუმის გვარჯილას ერთ კალათაში ვყრით.
ერთი ჯგუფის სასუქი – ორი განსხვავებული შედეგით
დიახ, ორივე აზოტიანი სასუქია, მაგრამ ნიადაგზე სხვადასხვა გავლენა აქვს. ამ ორი აზოტიანი სასუქის ეფექტურობისათვის ნიადაგის pH-ს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რასაც ხშირ შემთხვევაში არ ვზომავთ, ან ვაიგნორებთ. სასუქის გამოყენება ნიადაგის pH-ის ცოდნის გარეშე ფულის მიწაში ჩაყრაა.
ამონიუმის სულფატი:
- ამჟავებს ნიადაგს
- შეიცავს გოგირდს
- ნელა, მაგრამ დიდხანს მუშაობს.
უკვე მჟავე ნიადაგებზე მისი უსისტემო გამოყენება ნიშნავს:
- ფესვების დაზიანებას
- კალციუმის და მაგნიუმის ბლოკირებას
- მოსავლის წლიდან წლამდე კლებას.
ამონიუმის გვარჯილა
- მოქმედებს სწრაფად
- მცენარეს აძლევს ძლიერ სტარტს
- ნიადაგის pH-ზე მოქმედებისას თითქმის ნეიტრალურია.
მაგრამ – ტუტე ან დაუბალანსებელ ნიადაგზე არასწორი შეტანისას მივიღებთ :
- აზოტის დანაკარგს
- ზედმეტ ვეგეტაციას
- სუსტ ნაყოფს
სანამ გადაწყვეტ სულფატი თუ გვარჯილა, გაზომე ნიადაგის pH
ვიდრე ნიადაგში რომელიმე აზოტიან სასუქს შეიტან ერთი კითხვა უნდა დაუსვა საკუთარ თავს – იციშენი ნიადაგის pH? თუ პასუხია „არა“, მაშინ აზოტის შეტანა ბრმად მოქმედებაა.
რატომ არის pH-ის ცოდნა სავალდებულო ?
ნიადაგის pH განსაზღვრავს:
- მიიღებს თუ არა მცენარე აზოტს.
- დაიბლოკება თუ არა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი.
- დაეხმარება თუ არა დაზიანებულ ფესვებს სასუქი.
ერთი და იგივე სასუქი ნიადაგის სხვადასხვა pH-ზე სხვადასხვა შედეგს იძლევა.
ყველაზე გავრცელებული შეცდომის “აზოტიშევიტანე და მაინც არ იმუშავა“-ს მიზეზი ხშირად არის: pH არ გაზომილა, ნიადაგი დაუბალანსებელია, სასუქი შერჩეულია სხვისი რჩევით და არა ანალიზით.
მარტივი დასამახსოვრებელი წესი
ჯერ განსაზღვრე ნიადაგის pH და მერე შეიტანე აზოტიანი სასუქი. თუ არ იცი pH, არ იცი რომელი აზოტიანი სასუქი გჭირდება, ამით რისკავ მოსავალს და ფულს.
როდის, რომელ აზოტიან სასუქს ვიყენებთ კონკრეტულად
ამონიუმის სულფატი გამოიყენება
- მჟავე ნიადაგის მოყვარულ კულტურებზე
- გოგირდის დეფიციტისას
- ტუტე ნიადაგებზე, როდესაც pH-ის დაწევა გვჭირება
- ლურჯ მოცვზე, ჩაიზე, კარტოფილზე, ხანჭკოლაზე
ამონიუმიუმის გვარჯილა გამოიყენება
- ნეიტრალურ ნიადაგებზე
- მცენარის სწრაფი ზრდის ფაზაში
- მარცვლეულზე, ბოსტნეულზე, სიმინდზე
- როცა სწრაფი აზოტი გვჭირდება.
ფერმერის სამახსოვრო
ამონიუმის სულფატი:
- აზოტი – 21%
- გოგირდი – 24%
- ამჟავებს ნიადაგს
- ლურჯი მოცვისთვის საუკეთესოა
ამონიუმის გვარჯილა
- აზოტი – 34,4%
- სწრაფი ეფექტი
- pH-ის ცვლილებას თითქმის არ იწვევს
- უნივერსალური, მაგრამ არა ყველგან.
აზოტიანი სასუქი არჩევანი არ არის, ეს გადაწყვეტაა, pH-ის გარეშე შეტანილი სასუქი ეს დაკარგული ფულია. ნიადაგი არ ცდება, ჩვენ ვცდებით.
დროა დავიწყოთ არჩევანი ცოდნით. ჯერ ნიადაგის pH, მერე აზოტიანი სასუქის შეტანა .