კომპანიის წარმომადგენლებმა და კონსულტანტ-აგრონომმა ახალქალაქსა და სოფელ კოთელიაში საკონსულტაციო შეხვედრები  ქალ ფერმერთა მხარდამჭერი მემორანდუმის ფარგლებში ჩაატარეს.

შეხვედრის მიზანს რეგიონის ფერმერებისთვის მაღალმოსავლიანი მეურნეობისათვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რესურსების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:
🔹ნიადაგის სწორად განოყიერების თანამედროვე მეთოდები;
🔹ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით სასუქების ეფექტური გამოყენება;
🔹მოსავლიანობის გაზრდის გზები „რუსთავის აზოტი“-სა და კორპორაცია ინდორამას პროდუქციის დახმარებით.
მადლობა ადგილობრივ ფერმერებს გულთბილი მიღებისა და აქტიური ჩართულობისთვის.
ჩვენი შეხვედრები რეგიონალურ ფერმერებთან გრძელდება.