“რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციამ რუსთავის ტბაზე მორიგი ტურნირი გამართა ბავშვებისთვის, სადაც პატარა მეთევზეებმა დაიჭირე გაუშვის პრინციპით იასპარეზეს.
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტურნირში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი თანამშრომლების შვილები, რომლებმაც სპორტული ჟინი და სიხარული თანატოლებთან ერთად გაიზიარეს.
ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერა. მსგავსი დღეები მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის წახალისება და მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის.