2025 წლის ივლისის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სიცივის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 2468 ლარის ოდენობით თითის ამპუტაციის თანადაფინანსებისათვის, საშვთა რეჟიმის კონტროლიორს გაეწია დახმარება 423 ლარის ოდენობით გულის სტენტირების ჩასატარებლად, საპროექტო განყოფილების კონსტრუქტორს გაეწია დახმარება 313 ლარის ოდენობით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, სსხ და ა-ს ელზეინკალს დავეხმარეთ 601 ლარით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, სამშენებლო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 908 ლარის ოდენობით ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 1311 ლარით ცხიმოვანი ქსოვილის კიბოს სამკურნალოდ, სარემონტო-მექანიკური საამქროს მედაზგეს გაეწია დახმარება 160 ლარის ოდენობით წინაგულთა ფიბრილაციის სამკურნალოდ, იგივე საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 200 ლარით ტერფის კერატოზის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების 3 თანამშრომელმა მომართა ფონდს მიმდინარე თვეში, ერთ-ერთმა მეაპარატემ საშვილოსნოს სიმსივნის გამო, მას დავეხმარეთ 780 ლარით, მეორეს გაეწია დახმარება 1823 ლარის ოდენობით მალთაშუა დისკის ჩირქოვანი დაზიანების გამო,

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, იგივე საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 737 ლარის ოდენობით მამის მოტეხილობის სამკურნალოდ, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტს დავეხმარეთ 1060 ლარით შვილის მალების მოტეხილობების სამკურნალოდ, სამეურნეო საამქროს ოსტატს დავეხმარეთ 643 ლარით მეუღლის ლეიომიომის სამკურნალოდ, შრომის უსაფრთხოების ინჟინერს დავეხმარეთ 758 ლარით მამის ფლეგმონის სამკურნალოდ, ცტკგ-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 543 ლარით ქმრის კატარაქტის სამკურნალოდ, მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 164 ლარით გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1415 ლარის ოდენობით მეუღლის მენისკის ნაწილობრივი რეზექციის თანადაფინანსებისათვის, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 1035 ლარით მეუღლის ენდომეტრიოზის სამკურნალოდ, სიცივის საამქროს მემანქანეს გაეწია დახმარება 665 ლარის ოდენობით 7 წლის შვილის ადენოიდების სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *