2025 წლის ოქტომბრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 6 განცხადება. 4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 2 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სარემონტო-მექანიკური საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით ლიტოტრიფსიის ჩასატარებლად, ტომრების საამქროს მრეცხავს გავუწიეთ დახმარება 314 ლარის ოდენობით მუხლის სახსრის ოპერაციისთვის, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 804 ლარის ოდენობით ლიმფური კვანძების კიბოს სამკურნალოდ, 100 ლარით დავეხმარეთ აზოტმჟავის საამქროს ერთ-ერთ ცვლის უფროსს კიდურების ატეროსკლეროზის სამკურნალოდ.

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის თემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ციანმარილების საამქროს შემფუთველს გაეწია დახმარება 2040 ლარის ოდენობით  შვილის დისკექტომიის დასაფინანსებლად და აზოტმჟავის საამქროს მეაპარატეს დავეხმარეთ 440 ლარით ენდომეტრიოზის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *