Strawberries – Nutrition, Signs of Nutrient Deficiency, and Pests & Diseases

Home / Blog
  • ნინა მუმლაძე – აკადემიკოს – ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი

 

მარწყვი ერთ -ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი  კულტურაა, თუმცა ხარისხიანი და უხვი  მოსავლის მისაღებად აუცილებელია სწორი კვება, დროული მოვლა,  დაავადებებისა და მავნებლების კონტროლი .მცენარეს სხვადასხვა  განვითარების ეტაპზე საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვს .   საკვები ელემენტების დეფიციტი  პირდაპირ აისახება  ფოთლებზე, ზრდასა და ნაყოფის ხარისხზე.

მარწყვის კვება

მარწყვის სრულფასოვანი  ზრდისათვის  აუცილებელია  როგორც  ძირითადი  მაკროელემენტები, ასევე მიკროელემენტები.

ძირითადი ელემენტები

ა ზ ო ტ ი ( N )

აზოტი აუცილებელია მარწყვის  ვეგეტატიური  ზრდისათვის.იგი ხელს უწყობს  ფოთლებისა და  ახლგაზრდა ყლორტის განვითარებას.

ნაკლებობის ნიშნები

ფოთლის ღია მწვანე ან მოყვითალო შეფერილობა. სუსტი ზრდა. მცირე ზომის ნაყოფი.

სიჭარბის შედეგები

ზედმეტი ფოთლოვანი მასა. რბილი ნაყოფი.  დაავადებისადმი მაღალი  მგრძნობელობა . ნაყოფის დაგვიანებული დამწიფება.

ფ ო ს ფ ო რ ი  ( P  )

ფოსფორი მნიშვნელოვანია ფესვთა სისტემის, ყვავილობის  და ნაყოფის ფორმირებისათვის.

 ნაკლებობის ნიშნები

 მცენარის ზრდის  შეფერხება, ფოთლის მუქი შეფერილობა. ზოგჯერ იის ფერი ელფერი ფოთლის ქვედა მხარეს. სუსტი ყვავილი.

კ ა ლ ი უ მ ი ( K )

კალიუმი ზრდის ნაყოფის ხარისხს, შაქრიანობას და მცენარის გამძლეობას.

ნაკლებობის ნიშნები

 ფოთლის კიდეების შეყვითლება და შემდგომში   ხმობა. ნაყოფის მცირე ზომა. დაბალი  შაქრიანობა. მცენარის დასუსტება.

კ ა ლ ც ი უ მ ი( C a)

აუცილებელია  უჯრედის კედლის სიმტკიცისათვის .

ნაკლებობის ნიშნები

ახალგაზრდა ფოთლების დეფორმაცია. ნაყოფის სირბილე.  ფესვის სუსტი განვითარება .

მ ა გ ნ ი უ მ ი ( M g )

მაგნიუმი ფოტოსინთეზის  მთავარი კომპონენტია.

ნაკლებობის ნიშნები

 ძველი ფოთლების გაყვითლება ძარღვებს შორის. ფოლის კიდეების გამოშრობა. ფოტოსინთეზის   შემცირება.

გ ო გ ი რ დ ი (S )

მნიშვნელოვანია ცილების წარმოქმნისათვის.

ნაკლებობის ნიშნები

ახალგაზრდა ფოთლების ღია ფერი, სუსტი ზრდა. სუსტი ღეროები.

მიკროელემენტების მნიშვნელობა

რ კ ი ნ ა ( F e)

ნაკლებობის ნიშნები

ახალგაზრდა ფოთლების  ინტენსიური ქლოროზი, ამ დროს ძარღვები  მწვანე რჩება.

ბ ო რ ი (B )

ნაკლებობის ნიშნები

ყვავილების ჩამოცვენა , დეფორმირებული ნაყოფი. ცუდი დამტვერვა.

 თ უ თ ი ა   ( Zn)

ნალკებობის ნიშანი

ფოთლის დაპატარავება. ზრდის შეფერხება .

მარწყვის კვების ეტაპები

  1. ვეგეტაციის დასაწყისი

აზოტიანი  სასუქი

ფესვის  ზრდის  სტიმულატორი

ამინომჟავეები

  1. ყვავილობამდე

     ფოსფორ- კალიუმიანი  კვება

     ბორის დამატება ყვავილობისათვის

  1. ნაყოფის ფორმირებისათვის

 კალიუმის მაღალი შემცველობის სასუქი.

 კალციუმი

 მიკროელემენტები

  1. მოსავლის შემდეგ

მცენარის აღდგენითი კვება  ფოსფორი და კალიუმი

ორგანული ნივთიერებები

 

მარწყვი  განსაკუთრებით კარგად  რეაგირებს  მცირე  დოზებით , მაგრამ  ხშირ კვებაზე. სასუქების შეტანისას აუცილებელია  მცენარის განვითარების ფაზების გათვალისწინება.

 

 ძირთადი საუქები და მათი გამოყენება

 

  1. NPK სასუქი 8-20-30 . ეს სასუქი განსაკუთრებით  ეფექტურია – ყვავილობის წინ. ნაყოფის ფორმირებისას. შაქრიანობისა და  ხარისხის  გასაუმჯობესებლად. რადგან იგი  სრულად  და სწრაფად არ იხსნება  წყალში, წვეთოვან სისტემაში მის გამოყენებას ერიდებიან,  რომ არ გამოიწვიოს წვეთოვანი სისტემის დახშობა  . ამიტომ  იგი ძირითადად  ნიადაგში მცენარის ფესვებთან   შეიტანება , რადგან მას ნელი მაგრამ გახანგრძლივებული მოქმედება ახასიათებს.

აღნიშნული სასუქი    ერთ  შეტანაზე  შეიტანება 30-50 კგ/ჰა. სეზონზე კი გამოიყენება ფიზიკური წონით 200-300კგ/ჰა.

  1. ამონიუმის გვარჯილა .იგი აზოტის სწრაფი წყაროა და გამოიყენება  ვეგეტაციის დასაწყისში.

რეკომენდირებული დოზა: 80-150 კგ/ჰა სეზონზე. ერთჯერადად გამოიყენება  20-30 კგ/ჰა.

გამოყენების პერიოდი: ვეგეტაციის  დაწყება. ყვავილობამდე.

ყურადღება: ყვავილობისა და  ნაყოფის ინტენსიური  ზრდის პერიოდში  ჭარბმა აზოტმა  შეიძლება  შეამციროს  ნაყოფის ხარისხი. გაზადროს დაავადების რისკი. გააძლიეროს ნაყოფის სირბილე.

  1. ამონიუმის სულფატი . გარდა აზოტისა , შეიცავს  გოგირდს , რაც ხელს  უწყობს  ცილის სინთეზს. ფესვების აქტიურობას, ფოთლების მწვანე ფერს.

რეკომენდირებული  დოზაა 100-200კგ/ჰა სეზონზე. განსაკუთრებით  ეფექტურია  ტუტე ნიადაგებზე, ასევე pH ოდნავ დასაწევად.

  1. კალიუმის სულფატი .მარწყვისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასუქია , რადგან ქლორის გარეშე კალიუმის წყაროა.იგი ზრდის შაქრიანობას. აუმჯობესებს ფერსა და სიმკვრივეს. ზრდის ტრანსპორტაბელურაბას.

   რეკომენდებული დოზა-100-180 კგ/ჰა  სეზონზე. გამოყენების          პერიოდი   ყვავილობიდან მოსავლის დასრულებამდე.

 

წვეთოვანი კვება

( ფერტიგაცია)

ფერტიგაცია  მარწვის თანამედროვე წარმოების  ერთ- ერთი ყველაზე  ეფექტური მეთოდია. ამ დროს მცენარე საკვებს  მცირე დოზებით  და თანაბრად იღებს , რაც: ამცირებს სასუქის დანაკარგს, ზრდის სასუქის ეფექტურობას, აუმჯობესებს მოსავლიანობას.

ფერტიგაციის სისტემაში  რეკომენდირებულია  მხოლოდ  სრულად წყალში ხსნადი სასუქების გამოყენება.

ფერტიგაციის ძირითადი პრინციპებია

  1. მცირე დოზები, ხშირი შეტანა. უმჯობესია კვირაში 1-3 ჯერ. მცირე  კონცენტრაციებით.3-5 კგ/ 1000 მ2
  2. სასუქის სრული გასხსნა. წვეთოვან სისტემაში შეტანამდე  სასუქი სრულად უნდა გაიხსნას. ასეთი ხსნარი იცავს სისტემას დახშობისაგან.

 მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

  1. მაღალი ტემპერატურის დროს სასურველია  კვება  დილით ან  საღამოს  ჩატარდეს.
  2. ჭარბი აზოტი ამცირებს  ნაყოფის ხარისხს.
  3. კალიუმი აუცილებელია  ტკბილი და მყარი ნაყოფისთვის.
  4. კვებაში  კალციუმისა და ბორის დამატება მნიშვნელოვნად  აუმჯობესებს მარწყვის ხარისხს.
  5. ფერტიგაციაში გამოსაყენებელი სასუქები, რომლებაც კარგი ხსნადობა აქვს: ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი, კალიუმის სულფატი, 20-20-20; 13-40 13; 16-8-24;

 

მარწყვის ძირითადი  დაავადებები

ნ ა ც ა რ ი . ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული  სოკოვანი დაავადებაა. მისი დაავადების ნიშნებია: ფოთოლზე თეთრი  ფიფქის მსგავსი  ნადები. ფოთლების დახვევა, ნაყოფის დაზიანება.

პროფილაქტიკა-  კარგი განიავება . ზედმეტი აზოტის თავიდან აცილება. ფუნგიციდური წამლობა.

ნ ა ც რ ი ს ფ ე რ ი    ს ი დ ა მ პ ლ ე ( ბოტრიტისი)– იგი განსაკუთრებით  აქტიურია ტენიან გარემოში. დაავადების ნიშნებია: ნაყოფზე  რუხი ფერის  ბუსუსოვანი ნადები. ლპობა.  ყვავილების დაზიანება. კონტროლში   იგულისხმება — დაზიანებული  ნაყოფის მოცილება. ჰაერის ცირკულაცია. დროული ფუნგიციდური შეწამვლა.

ფ ი ტ ო ფ ტ ო რ ო ზ ი –აზიანებს  ფესვებს და ფესვის ყელს. დაავადების ნიშნებია:  მცენარის ჭკნობა. ფესვის სიდამპლე.  ზრდის შეჩერება.  პროფილაქტიკაში იგულისხმება- ნიადაგის დრენაჟი. ჯანსაღი ნერგი. ნიადაგი  გადატენიანების თავიდან აცილება.

ფ ო თ ლ ი ს   ლ ა ქ ი ა ნ ო ბ ე ბ ი.  დაავადების ნიშნებია– მურა,  თეთრი ან იისფერი ლაქები. ფოთლის ხმობა. ფოტოსინთეზის შეჩერება.

მარწყვის ძირითადი მავნებლებია

ბ უ გ რ ი . იგი იწოვს მცენარის წვენს და  ასუსტებს  მცენარეს.  მავნეობის ნიშნებია: დახვეული ფოთოლი. წებოვანი გამონაყოფი. ზრდის შეფერხება.

ტ კ ი პ ა .განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება სიცხეში.  მავნეობის ნიშნებია;  ფოთლის გაყვითლება . ბრინჯაოსფერი  შეფერილობა. აბლაბუდას ქსელის წარმოქმნა.

თ რ ი ფ ს ი . აზიანებს ყვავილს და ნაყოფს. მავნეობის ნიშნებია: დეფორმირებული ნაყოფი. ყვავილების დაზიანება.

 

მარწვის  პროფილაქტიკური  წამლობის  მაგალითი

  1. ვეგეტაციის დაწყებისას

სპილენძის შემცველი პრეპარატი

კონტაქტური ფუნგიციდი

  1. ყვავილობამდე

     სისტემური ფუნგიციდი

                  ბორის შემცველი ფოთლოვანი კვება.

  1. ყვავილობის შემდეგ

ბოტრიტისის  საწინააღმდეგო  პრეპარატი.

ინსექტიციდი  საჭიროების მიხედვით.

  1. მოსავლის პერიოდში

მხოლოდ მოკლე ლოდინის პერიოდის მქონე  პრეპარატები.

 

 

მარწყვის მაღალი და  ხარისხიანი  მოსავლის მისაღებად  აუცილებელია  დაბალანსებული კვება , ნიადაგის და  წყლის სწორი  მართვა, ასევე დაავადებების  და მავნებლების  დროული კონტროლი. მარწყვი  საკვები ელემენტების  ნაკლებობას  სწრაფად  გამოხატავს ფოთლებისა და ზრდის ცვალებადობით, ამიტომ  დროული დიაგნოსტიკა  და სწორი რეაგირება  მნიშვნელობნად ამცირებს დანაკარგებს. ინტეგრირებული  მოვლის სისტემა  მარწვის  ჯამრთელობა და სტაბილური მოსავლიანობის  მთავარი საფუძველია.

June 23, 2026

Strawberries – Nutrition, Signs of Nutrient Deficiency, and Pests & Diseases