თხევადი ამიაკი
საწარმო ქიმია
CAS ნომერი: 7664-41-7
ქიმიური ფორმულა : NH3
გამოყენების სფერო:
ამიაკის გამოყენების მთავარი სფერო აზოტმჟავას და მინერალური სასუქების: ამონიუმის გვარჯილის, ამონიუმის სულფატის, შარდოვანას წარმოებაა. ასევე გამოიყენება ქიმიური და სამხედრო წარმოების სხვა პროდუქტების სოდის, პოლიმერების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სარაკეტო საწვავების მიღებისათვის. თხევადი ამიაკის გამოყენების მნიშვნელოვანი სფეროა სამაცივრო დანადგარებში, მისი როგორც გამაცივებელი აგენტის სახით გამოყენება, იგი ამავე დროს კარგი გამხსნელია. თხევადი ამიაკი ასევე გამოიყენება მედიცინაში ინჰალაციისათვის.
თხევადი ამიაკის ტრანსპორტირებას ახდენენ სპეციალურ ამიაკურ სარკინიგზო და საავტომობილო ცისტერნებში და ლითონის ბალონებში.
თხევადი ამიაკის ბალონების ტრანსპორტირება ხორციელდება ყველა დახურულ სატრანსპორტო საშუალებებით, საშიში ტვირთების გადაზიდვის წესების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ტრანსპორტის მოცემულ სახეობაზე.
შენახვის ვადა : დამზადებიდან ერთი წელი.