აირადი ნახშირორჟანგი

მთავარი / პროდუქცია / აირადი ნახშირორჟანგი

აირადი ნახშირორჟანგი

საწარმო ქიმია

CAS ნომერი: 124-38-9

ქიმიური ფორმულა: CO2

გამოყენების სფერო:

აირადი ნახშირორჟანგი გამოიყენება ყველაზე მაღალკონცენ-ტრირებული აზოტოვანი სასუქის - შარდოვანას წარმოებაში. ქიმიური წარმოების პროდუქტებიდან ასევე აღსანიშნავია მისი გამოყენება სოდის, კარბონმჟავების, ოქსიკარბონმჟავების მისაღებად. აირადი ნახშირორჟანგი ფრთოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, კერძოდ ყველანაირი ტიპის გაზიანი სასმელების და ლუდის წარმოებაში. იგი გამოიყენება ღვინის ჩამოსხმის პროცესში საცავებსა და ტარაში ინერტული გარემოს შესაქმნელად, რაც იცავს ღვინოს ჰაერის ჟანგბადის ზემოქმედებისაგან. აირადი ნახშირორჟანგი გამოიყენება მშრალი ყინულის დასამზადებლად და ასევე სასათბურე მეურნეობაში მიკროკლიმატის შესაქმნელად, რითაც აღწევენ ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსიფიკაციას და მოსავლიანობის გაზრდას.

ტრანსპორტირება : ხორციელდება ყველა სახეობის ტრანსპორტით სპეციალური საცავების საშუალებით.