Selecting Soil for Blueberries

Home / Blog
  • Nina Mumladze – Academician-Soil Scientist, Academic Doctor.

 

ლურჯი მოცვი ორქიდეას მსგავსი საპროფიტი მცენარის სახეობაა. ეს ბუჩქი ჩრდილოეთის ტყეებში წარმოშობილი ბუჩქოვანი მცენარეა და პირველყოფილი ტყეების  ხშირი ვარჯის  ქვეშ ჩამოყალიბდა. აქვს ზედაპირული ფესვთა სისტემა, რომელიც ტყის ნიადაგში დაგროვილი ორგანული ნივთიერებებით იკვებება—ამგვარი პირობები მისთვის ხელსაყრელია.

* იგი მრავალწლიანი ბუჩქია.

* მცენარის ძირიდან ყოველწლიურად ვითარდება  ახალი ამონაყარი.

* ნაყოფს ისხავს  წინა წლის ნაზარდზე.

* ახალი ამონაყარის უზრუნველსაყოფად  საჭიროა  მცენარის გასხვლა.

* ნიადაგის ოპტიმალური PH-ი 4,5 დან 5,5-მდე ფარგლებშია.

*  მისთვის ნიადაგი უნდა იყოს საკმარისად ტენიანი, მაგრამ არა ჭარბტენიანი.

* ეს კულტურა ორგანული ნითიერებით მდიდარ  მსუბუქი მექანიკური       შემადგენლობის ნიადაგს მოითხოვს.

ასეთი მახასიათებლები მცენარეს ნიადაგის პირობებისა და წყლის რეჟიმის მიმართ მეტად მგრძნობიარეს ხდის. ლურჯი მოცვი სრულ მსხმოიარობას დარგვიდან  მე-5–მე-8 წელს აღწევს და ამ დროს მას 15-18 ტოტი აქვს. მცენარის ზრდა  დამოკიდებულია ჯიშის თავისებურებებზე.

ნიადაგის მიმართ მოთხოვნები

აგროეკოლოგიური მოთხოვნებიდან  ნიადაგი ყველაზე მნიშვნელოვანია. კლიმატის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია დაბალ ან მაღალ ტემპერატურასთან  ადაპტირებული ჯიშების შერჩევის გზით. თუ დარგვისას შერჩეული ნაკვეთის ნიადაგის სტრუქტურა  ან PH შესაბამის მოთხოვნებს არ ემთხვევა , შესაძლებელია ნიადაგის მახასიათებლები ხელოვნურად შეიცვალოს .  როგორც უკვე ავღნიშნეთ  თითქმის მთელ მსოფლიოში  არ მოიძებნება  ლურჯი მოცვის  გაშენებისათვის  იდეალურად შესაბამისი ნიადაგი.  აქედან გამომდინარე, პლანტაციების გასაშენებლად  ნიადაგის  საფუძვლიანი მოდიფიკაცია საჭირო. ყველაზე გავრცელებული  პრობლემა  ნიადაგის სტრუქტურა, ორგანული ნივთიერების დაბალი შემცველობა და ნიადაგის  არეს რეაქციის მაჩვენებელია.

ეხლა განვიხილავთ თითოეულ  ამ ძირითად ფაქტორს.

როდესაც ჩვენ ნიადაგის სტრუქტურაზე ვსაუბრობთ , ვითვალისწინებთ   ნიადაგის შემადგენელი ნაწილაკების ტიპსა და ზომას. ქვიშა, ლამი და თიხა. ესენი ნიადაგის ნაწილაკების  ზომას უკავშირდებიან. თიხის ნაწილაკები  ყველაზე მცირე ზომისაა. ქვიშისა კი ყველაზე მსხვილი. ნიადაგის სტრუქტურის შეფასების გავრცელებული ხერხია, ავიღოთ ერთი მუჭა მიწა და წყლით დავასველოთ , თიხით მდიდარი მიწის გუნდას თუ თითებით მოვზელთ სორსოლდება თასმა, რომლისგანაც  იძერწება კიდედაუბზარავი  რგოლი. ქვიშიანი ნიადაგისაგან კი არ  კეთდება გუნდა და თასმა.

თიხის მაღალი შემცველობით  ნიადაგს , ნაწილაკებს  შორი მცირეოდენი მანძილი გააჩნიათ და წყალს მეტი დრო სჭირდება მცენარის ფესვებამდე მისაღწევად. წყალი დიდხანს ჩერდება ნიადაგის ნაწილაკებში. მცენარე, მიუხედავათ იმისა რომ , ნიადაგი მის გარშემო სველია ასეთ პირობებში  ლურჯი მოცვის ფესვები  ჟანგბადის უკმარისობით იხუთებიან და იღუპებიან. ან შესაძლოა ფიტოფტორით დაავადდნე და ფესვის სიდამპლე განუვითარდეთ. საბოლოოდ მცენარე  არ გაიხარებს და დაიღუპება.

ლურჯი მოცვისათვის  ნიადაგის სტრუქტურა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ის წარმოადგენს  დრენაჟის უნარის ინდიკატორს. თიხის მაღალი შემცველობით ნიადაგი  ამ მცენარისათვის რეკომენდირებული არ არის. ნიადაგის სტრუქტურის შეცვლა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ქვიშნარი ნიადაგები,  რომელიც მსხვილი ნაწილაკებისაგან შედგება , ამ ნაწილაკებს შორის სივრცეებში  წყალს სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევს. აქედან  გამომდინარე, თუ მორწყვის დეფიციტია, ქვიშიან ნიადაგზე გაშენებული მოცვი  უფრო მეტად განიცდის  გვალვისაგან სტრესს, ვიდრე თიხნარ ნიადაგზე მოყვანილი მცენარე. ასეთი სტრუქტურის  ქვიშიან ნიადაგებზე წყალი სწრაფად  გაედინება. მცენარის  წყლის მიმართ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად  საჭიროა  რამდენჯერმე  ჩატარდეს საირიგაციო სამუშაოები, რადგან წყალი საკმაოდ მალე შრება.

ლურჯი მოცვის ასაშენებლად საუკეთესო  თ ი ხ ნ ა რ ი   ნიადაგი  შეიცავს: 52%-ზე ნაკლებ ქვიშას; 28-50% ლამს;  და 7-27 % თიხას.

ლურჯი მოცვისათვის წყლის ოპტიმალური  დონე მიწის ზედაპირიდან  60 დან 90 სმ სიღრმეზე  უნდა იყოს. მოცვის ფესვები უნდა მდებარეობდეს წყლოვანი შრის ოდნავ მაღლა.  ფესვები მუდამ ნოტიო  უნდა იყოს, მაგრამ არა წყალში ჩაყოფილი, რათა არ დალპეს.

თუ გრუნტის წყლის დონე ნიადაგის ზედაპირიდან  30-50 სმ. მდე  სიღრმეზე მდებარეობს- ეს მცენარეს პრობლემებს უქმნის. ასეთ  პირობებში ფესვები მუდმივად წყალთან შეხებაში   იქნება  და წვიმიან სეზონზე მთლიანად წყალქვეშ  მოექცევა. თუ ლურჯი მოცვის გაშნებას ზედაპირული გრუნტის წყლის  ფენის მქონე  ნიადაგში  აპირებთ , მცენარის დარგვამდე საჭირო იქნება დრენაჟის მოწყობა, რაც შესაძლებელია  არხების გაყვანით ისე, რომ წყლის დონემ  60 სმ -ზე ქვემოთ დაიწიოს.

მორწვა მშრალ ნიადაგს ატენიანებს, ხოლო  დრენაჟი  ნიადაგის ტენიანობას  ამცირებს და მცენარის ზრდის ოპტიმალურ პირობებს ქმნის.

კომერციული მიზნით  მოცვის გაშენებისას უნდა დარწმუნდეთ, რომ შერჩეულ ნაკვეთზე მაღალია ორგანული ნივთიერების შემცველობა. ბუნებაში ლურჯი მოცვისათვის  საუკეთესო ნიადაგი  წიწოვანი  ან ფოთლოვანი  ტყის  ნიადაგია, ორივეში უხვად მოიპოვება  ნეშომპალა  და აქვს  მჟავე PH-ი. ამ პრობლემის გადაწყვეტა  შესაძლებელია  დარგვამდე  და დარგვის შემდეგაც  ნიადაგში ორგანული ნივთიერების შეტანით. ნიადაგის ორგანული ნივთიერებები  მცენარეს საკვებით  ამარაგებს და ქვიშნარ ნიადაგებში ზრდის ნიადაგის წყლის  შეკავების უნარს.

როგორც ავღნიშნეთ ლურჯი მოცვი იზრდება ნიადაგზე სადაც PH -ის დონე 4,5-5,5 -მდე მერყეობს ანუ საშუალოდ მჟავეა. თუ ლურჯი მოცვის  გაშენებას არახელსაყრელ  ნიადაგში  გეგმავთ, აუცილებელია დარგვამდე ნიადაგის სათანადო დამუშავება . თუ PH 5,5 ზე მაღალია,  მაშინ ნიადაგში 1ჰა-ზე 1ტონა გოგირდის შეტანა ნიადაგის PH შეცვლის ერთი ერთეულით, მაგალითად თუ PH =6,გოგირდის დამატებით PH დონე დაიწევს და გახდება PH-5-ი.

PH – გავლენას ახდენს მცენარის მიერ  საკვები ნივთიერების  ათვისებაზე. არასასურველი არეს რეაქციის დროს მცენარე ქლოროზით ავადდება ( ყვითლდება და ზრდა ჩერდება).

ერთ – ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება , რაც ფერმერმა უნდა მიიღოს  მას მერე  რაც ლურჯი მოცვის გაშენებას გადაწყვეტს , გახლავთ ადგილის შერჩევა ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძვნებოდეს აგრონომის ინფორმაციას, რომ შერჩეული ადგილი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც  ლურჯი მოცვის წარმატებით  გაშენებისთვისაა საჭირო. ნიადაგისა ანალიზი მოგვაწვდის უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას ნიადაგის ტიპის, ორგანული ნივთიერების შემცველობის , ნიადაგის სტრუქტურის   და PH -დონის შესახებ.

საუკეთესო იქნება ნიადაგის შერჩევა და  სათანადო დამუშავება  მცენარის გაშენებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე.

როგორც ავღნიშნეთ  ლურჯი მოცვი  ერთ -ერთი ყველაზე მომთხოვნი კულტურაა ნიადაგის მიმართ და სწორედ ეს მომზადებული ნიადაგია  მისი წარმატების საფუძველი. თუ არსებული ნიადაგი არ შეესაბამება  ამ პირობებს  საჭიროა ნიადაგის შექმნა.

1მ სიგანისა და 0,5მ სიმაღლის  კვალის გასაკეთებლად  უნდა შევურიოთ  შემდეგი მასალები:

კომპონენტი

რაოდენობა

მჟავე ტორფი

  50-60%

ქვიშა ან ხრეში ( მარცვლოვანი)

  20-30%

ნახერხი( უხეში)

  10-15%

ქათმის ნაკელი ან გადამწვარი  კომპოსტი

  10%

არ გამოიყენოთ კირქვიანი მასალა, ნაკელი დიდი რაოდენობით , ნაცარი ან კალციუმით მდიდარი კომპოსტები ისინი ამაღლებენ PH-ს.

 ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს იმის მიხედვით ვიყენებთ თუ ნიადაგში რა მდგომარეობა გვაქვს. ყველაზე მეტად გამოყენებადია : 50 % მჟავე ტორფი + 30 % ქვიშა+ 10% ნახერხი+ გოგირდი( თუ საჭიროა PH დაწევა). შექმნილი ნარეგი დაიყრება კვლებში და  კარგად შეერეგა ნიადაგს ( რამდენჯერმე შევურევთ) და ისე გავაკედებთ დაახლოებით ერთი  მეტრის სიგანის და 0,5მ სიმაღლის შემაღლებულ კვალს , კვალის სიმაღლე დამოკიდებულია გრუნტის წყლის დგომაზე , რას უფრო ახლოსაა გრუნტის წყალი , მით მაღალი კვალი კეთდება მოცვის დასარგავად.

მოცვის დარგვის სიხშირე

ლურჯი მოცვი  შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ირგვება . ირგვება კვალში , რიგებს შორის 2,7-დან-3,0მ-მდე. და მცენარეებს შორის 0,7-დან 0,9 მ-მდე დაშორების მანძილზე, შედეგად მიიღება 3400 დან 3500 მდე მცენარე ჰა. -ზე. ადრე რიგებს შორის რეკომენდირებული მანძილი 3 მეტრი იყო , რაკი საერთაშორისო ბაზარზე მოცვის ფასმა იკლო, საკომპენსაციოდ აუცილებელი გახდა ყოველ  ჰა-ზე აღებული მოსავლის რაოდენობის გაზრდა, რიგებსა და მცენარეებს შორის დისტანციის შემცირება და ახალი ნერგების გაშენებისას რიგებს შორის 2,7მ და მცენარეებს შორის 0,45-0,70 მ მანძილს ტოვებენ ( აქ ითვალისწინებებენ მოცვის ტიპს მაღალ ბუჩქოვანი თუ დაბალ ბუჩქოვანია იგი). ამ მეთოდით  ნარგავების სიხშირე ჰა-ზე 5000 მცენარემდე იზრდება.

კვალში დარგულ მოცვს უკეთებენ  მულჩირებას . მულჩად იყენებენ ფიჭვის ნახერხს ან პლასტიკის მულჩს.

საზოგადოდ მულჩირებას ორმაგი დატვირთვა აქვს, იგი სარეველების გავრცელებას უშლის ხელს  და მცენარის ფესვების გარშემო  ტენიანობას და ტემპერატურას ინარჩუნებს. მულჩირება ორი მეთოდით ხდება : პლასტიკის( პოლიეთილენის ქსოვილით)  ან ნახერხით. პლასტიკის ქსოვილი 5-6 წელი ძლებს. მისი დაფენა ხდება პირდაპირ  შემაღლებულ კვლებზე . სარწყავი სისტემა  ქსოვილის ქვეშ მონტაჟდება და პრობლემის შემთხვევაში რთულია დეფექტის აღმოჩენა.  მსგავსი პრობლემები ჩნდება კვლების ნახერხის მულჩით შევსების დროსაც.

კარგი ვერსიაა: პლასტიკის ( პოლიეთილენის ორი  ნაჭერის გამოყენება, რომელიც  ერთ მთლიან ნაჭერს გაცილებით ჯობს). ბუჩქები და წყალი განლაგებულია შუაში, ქსოვილის ნაჭრები კი კვლების გასწვრივ  ორივე მხარეს  პარალელურადაა გაფენილი და მცენარის გარშემო მოჭერილია სპეციალური სამაგრით.

სარწყავი სისტემა უნდა დამონტაჟდეს დარგვამდე და PH კორექციის შემდეგ. უნდა ჩავრთოთ სარწყავი სისტემა გოგირდის შეტანის შემდეგ , რათა გოგირდი შეერიოს ნიადაგს.

 ასეთი პრინციპით გაშენებული ლურჯი მოცვი    აუცილებლად გაამართლებს ჩვენს მოლოდინს.

May 7, 2026

Selecting Soil for Blueberries