აზოტმჟავა
საწარმო ქიმია
CAS ნომერი: 7697-37-2
ქიმიური ფორმულა: HNO3
გამოყენების სფერო:
აზოტმჟავა წარმოადგენს აზოტშემცველი ქიმიური პროდუქტების უმეტესობის წარმოებისათვის ძირითად ნედლეულს. მსოფლიოში აზოტმჟავას მთლიანი წარმოების 70 – 80 % იხარჯება მინერალური სასუქების - ამონიუმის გვარჯილის, კალიუმის და კალციუმის ნიტრატების, ნიტროფოსკის და სხვათა წარმოებაში. გარდა მინერალური სასუქებისა აზოტმჟავა გამოიყენება სამხედრო დანიშნულებით, კერძოდ რიგი ასაფეთქებელი ნივთიერებების და სარაკეტო საწვავების მიღებისათვის. აზოტმჟავა ფართოდ გამოიყენება ასევე ფერად მეტალურგიაში, ნიტროზული მეთოდით გოგირდმჟავას წარმოებაში, ძვირფასი ლითონების აფინაჟში, ორგანულ სინთეზში, საღებავების წარმოებაში და ა.შ.
ტრანსპორტირება: სარკინიგზო ტრანსპორტის ცისტერნებით, დახურული ვაგონებით, ასევე სახმელეთო ტრანსპორტით, რომელიც აკმაყოფილებს ტვირთის გადაბიდვის პირობებს.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე.