აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე

ლობიო ერთწლოვანი პარკოსანი მცენარეა.

აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, რომელიც 1-1,5 მ სიღრმეში აღწევს.

მის ფესვებზე ვითარდება  აზოტფიქსატორი ბაქტერია (Rhizobium phaseoli) , რაც აზოტის ნიადაგში დაგროვებას უწყობს ხელს.ის ცოცხლობს პარკოსნებთან სიმბიოზში.

სითბოსმოყვარული  კულტურაა: ოპტიმალური ტემპერატურა  20-25 0 C .

სინათლისმოყვარული კულტურაა , ცუდათ იტანს ჩრდილს.

წყლის მიმართ მოთხოვნილება მაღალი აქვს ყვავილობისა და პარკის ჩამოყალიბების პერიოდში.

 

ნ ი ა დ ა გ ი ს   მ  ი მ ა  რ თ   მ ო თ ხ ო  ვ  ნ  ე ბ ი

უყვარს  ნოყიერი, კარგად დრენირებული, თიხნარი  მექანიკური შემადგენლობის ნიადაგი( მაღალი ჰუმუსით).

ცუდათ ხარობს თიხა და ჭარბტენიან ნიადაგში.

ოპტიმალური PH -6,0-7,0 .  მჟავე ნიადაგებში ცუდად ვითარდება.

თუ ნიადაგი მჟავეა , აუცილებელია მისი მოკირიანება .

 წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ე  ბ ი

საუკეთესო წინამორბედებია : ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილი.

არ არის სასურველი : სხვა პარკოსნები( სოია, ბარდა, მუხუდო), რადგან დავადებები და მავნებლები მეორდება.

 ნ ი ა დ ა გ ი ს    დ ა მ უ შ ა ვ ე ბ ა

შემოდგომაზე ღრმა ხვნა 25-30 სმ სიღრმეზე.

ადრე გაზაფხულზე- კულტივაცია .

თესვის წინ – გაფხვიერება . თესვის შემდეგ მსუბუქი დატკეპნით, თესლი რომ თანაბრად აღმოცენდეს.

ს ა ს უ ქ ე ბ ი თ  უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა

ა ზ ო ტ ი -ლობიოს აზოტი უყვარს, მაგრამ ფესვევბზე  არსებული ბაქტერია რიზობიუმი, რომელიც ცხოვრობს პარკოსანთა ფესვებზე   და  ახდენს  ჰაერიდან აზოტის ფიქსაციას    თვითონვე ამარაგებს მას აზოტით. ( რიზობიუმი ლობიოსათვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში  იგი ხელმისაწვდომო არ არის თუ მას არ გამოვიწერთ ) თუ ლობიოს  თესვამდე თესლის დასამუშავებლად რიზობიუმს ვერ მოვიპოვებთ , ფერმერმა უნდა იფიქროს აზოტის დამატება სხვა გზებით:

  1. ორგანული სასუქი — გამოიყენება კარგად გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი, რაც გააუმჯობესებს  ნიადაგს და გააქტიურებს ბუნებრივ მიკროორგანიზმებს.
  2. აზოტიანი მინერალური სასუქები, ლობიოს დასაწყისში მიეცემა  ამონიუმის გვარჯილა  ან ამონიუმის სულფატი.  .

ლობიოს საშუალო მოსავლის მისაღებად ( 2,0-2,5 ტ/ჰა)

საჭიროა  სუფთა ნივთიერება

N- 30-40 კგ/ჰა

P2O5  -60-70 კგ/ჰა

K2O- 60-70კგ/ჰა

  1. ძირითადი ხვნის ან თესვის წინ  შეიტანება  რთული სასუქი 8-20- 30– ფიზიკური წონით -300კგ/ჰა ( ამით ნიადაგში შევა 24 N, 60 P2O5. 90 K2O)
  2. საჭიროებისამებრ დაემატება  ამონიუმის გვარჯილა   ფიზიკური წონით  40-50კგ/ჰა( 15 N).  ჯამში მივიღებთ  დაახლოებით   40 N,60 P2O5 , 90 K2O.

ლობიოს  მაღალი მოსავლის მისაღებად  ( 3,0-3,5 ტ/ჰა)

საჭიროა სუფთა ნივთიერებით:

N- 50-60 კგ/ჰა

P2O5  -80-90 კგ/ჰა

K2O- 80-100კგ/ჰა

  1. ძირითადი ხვნის ან თესვის წინ  შეიტანება  რთული სასუქი 8-20- 30— ფიზიკური წონით 400კგ/ჰა ( ამით ნიადაგში შევა 32 N, 80 P2O5. 120 K2O)
  2. საჭიროებისამებრ დაემატება  ამონიუმის გვარჯილა   ფიზიკური წონით  60-70კგ/ჰა( 22-24 N) .

შედეგად ჯამში მივიღებთ  დაახლოებით 55N, 80 P2O5, 120 K2O.

დამატებითი შენიშვნები

თუ გვინდა  ლობიოსათვის გოგირდის დამატება , შეგვიძლია გამოვიყენოთ  აზოტიან საუქად ამონიუმის სულფატი . 100კგ/ჰა ამონიუმის სულფატის დამატება  ( ფიზიკური წონით) გვაძლევს   სუფთა აზოტს 21კგ და 24 კგ გოგირდს.

ლობიოსათვის სასარგებლოა , მაგრამ სიჭარბე საჭირო არ არის.

 

 ლ ო ბ ი ო ს  ს ა შ უ ა ლ ო  მ ო ს ა ვ ლ ი ს ა თ ვ ი ს —იმ შემთხვევაში თუ რთულ სასუქად გამოვიყენებთ  15-15-15 ,  შევიტანთ ფიზიკური წონით    300კგ/ჰა ( 45N, 45 P2O , 45  K2O  ) ამას დამატებული ფიზიკური წონით  80-100კგ კალიუმის სულფატი( 45-50 K2O).

 მ ა ღ ა ლ ი მ ო ს ა ვ ლ ი ს ა თ ვ ი ს  -ფიზიკური წონით : 400კგ/ჰა  15-15-15 ( 60-60-60)+ 100-120კგ ფიზიკური წონით კალიუმის სულფატი( 50-60 K2O)

თ ე ს ვ ა

თესვის დრო : როდესაც ნიადაგი გათბება  10-120 C -ზე( აპრილი -მაისი ,  კლიმატური ზონიდან  გამომდინარე).

თესვის სიღრმე : მსუბუქ ნიადაგში  5-6 სმ, მძიმე ნიადაგში 3-4 სმ.

 

დ ა თ ე ს ვ ი  ს   ს ი ხ შ ი რ ე

რიგთაშორის-45-60 სმ

მცენარეთა შორის – 8-12 სმ

თესლის რაოდენობა -80-100კგ/ჰა

თესლი, თუ ამის საშუალებაა ,  სასურველია დამუშავებული იყოს  რიზობიუმის შესაბამისი შტამით ,  რომელიც  შემდეგ ფესვებზე  ღივდება  და ეხმარება  მცენარეს  აზოტის მიწოდებაში.რაც მოსავალს ზრდის.

მ ო ვ ლ ა

გაფხვიერება: ნიადაგის მსუბუქი გაფხვიერება  2-3 ჯერ.

სარეველებთან  ბრძოლა: მექანიკურად ან ჰერბიციდით  კულტურის დათესვამდე ტოტალური  ჰერბიციდი( გლიფოსატი). აღმოცენებამდე 2-3 დღით ადრე  სელექციური ჰერბიციდი  პრომეტრინის ჯგუფის. აღმოცენების შემდეგ სელექციური ჰერბიციდი  ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი.

მ ო რ წ ვ ა

განსაკუთრებით ყვავილობისა და პარკის ფორმირების დროს.

3-4 მორწვა საკმარისია , საერთო   წყლის  ხარჯი 2500-3500 მ3 /ჰა.( იგულისხმება სრული სეზონის განმავლობაში  მიცემული წყლის ჯამი. როცა ვწერთ ესაჭირობა  3-4 მორწყვა  ეს საერთო ხარჯი იყოფა მორყვების რაოდენობაზე.მაგ. 2500 მ3 /ჰა ვყოფთ 4 მორწვაზე და უდრის საშუალოდ 625 მ3 წყალს ერთ ჰექტარზე თითო მორწვისას. ( უფრო ზუსტად თუ გვაინტესებს მორწვისას  მიღებული წყლის რაოდენობა , მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობა. ნიადაგი რაც უფრო მსუბუქია მით უფრო პატარა დოზა მიეწოდება წყლის , მაგრამ უფრო ხშირად).

მ ა ვ ნ ე ბ ლ ე ბ ი  დ ა  დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი

მავნებლები: ლობიოს ხერხია, ლობიოს მემარცვლია, ფოთლიჭამია ფრთოსნები. იონჯას ფოთლის ცხვირგრძელა.აბლაბუდა ტკიპა.

დაავადებები: ანთრაქნოზი, სამხრეთული  ფესვის სიდამპლე, ნაცარი, ბაქტერიული ჭკნობა.

პ რ ე ვ  ე ნ ც ი ა

ჯანსაღი თესლი.

კულტურათა მორიგეობა 4-5 წელი.

თესლის დეზინფექცია ფუნგიციდებით.

დროული წამლობა ფუნგიციდებით  და ინსექტიციდებით.

მ ო ს ა ვ ლ ი ს   ა ღ ე ბ ა

მოსავლის აღება ხდება მაშინ , როცა 80-90 % პარკის   შემოსულია.

 მექანიზაციით – კომბაინით.

მოსავლიანობა: 2-3 ტ/ჰა ( კარგ პირობებში 3,5ტ/ჰა და მეტი ).

შ ე ნ ა ხ ვ ა

ტენიანობა უნდა იყოს 12% -ზე ნაკლები.

მშრალ, გრილ საწყობში.

 ლობიოს მემარცვლიასთან ბრძოლა აუცილებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *