აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
ლობიო ერთწლოვანი პარკოსანი მცენარეა.
აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, რომელიც 1-1,5 მ სიღრმეში აღწევს.
მის ფესვებზე ვითარდება აზოტფიქსატორი ბაქტერია (Rhizobium phaseoli) , რაც აზოტის ნიადაგში დაგროვებას უწყობს ხელს.ის ცოცხლობს პარკოსნებთან სიმბიოზში.
სითბოსმოყვარული კულტურაა: ოპტიმალური ტემპერატურა 20-25 0 C .
სინათლისმოყვარული კულტურაა , ცუდათ იტანს ჩრდილს.
წყლის მიმართ მოთხოვნილება მაღალი აქვს ყვავილობისა და პარკის ჩამოყალიბების პერიოდში.
ნ ი ა დ ა გ ი ს მ ი მ ა რ თ მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი
უყვარს ნოყიერი, კარგად დრენირებული, თიხნარი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგი( მაღალი ჰუმუსით).
ცუდათ ხარობს თიხა და ჭარბტენიან ნიადაგში.
ოპტიმალური PH -6,0-7,0 . მჟავე ნიადაგებში ცუდად ვითარდება.
თუ ნიადაგი მჟავეა , აუცილებელია მისი მოკირიანება .
წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ე ბ ი
საუკეთესო წინამორბედებია : ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილი.
არ არის სასურველი : სხვა პარკოსნები( სოია, ბარდა, მუხუდო), რადგან დავადებები და მავნებლები მეორდება.
ნ ი ა დ ა გ ი ს დ ა მ უ შ ა ვ ე ბ ა
შემოდგომაზე ღრმა ხვნა 25-30 სმ სიღრმეზე.
ადრე გაზაფხულზე- კულტივაცია .
თესვის წინ – გაფხვიერება . თესვის შემდეგ მსუბუქი დატკეპნით, თესლი რომ თანაბრად აღმოცენდეს.
ს ა ს უ ქ ე ბ ი თ უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა
ა ზ ო ტ ი -ლობიოს აზოტი უყვარს, მაგრამ ფესვევბზე არსებული ბაქტერია რიზობიუმი, რომელიც ცხოვრობს პარკოსანთა ფესვებზე და ახდენს ჰაერიდან აზოტის ფიქსაციას თვითონვე ამარაგებს მას აზოტით. ( რიზობიუმი ლობიოსათვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში იგი ხელმისაწვდომო არ არის თუ მას არ გამოვიწერთ ) თუ ლობიოს თესვამდე თესლის დასამუშავებლად რიზობიუმს ვერ მოვიპოვებთ , ფერმერმა უნდა იფიქროს აზოტის დამატება სხვა გზებით:
- ორგანული სასუქი — გამოიყენება კარგად გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი, რაც გააუმჯობესებს ნიადაგს და გააქტიურებს ბუნებრივ მიკროორგანიზმებს.
- აზოტიანი მინერალური სასუქები, ლობიოს დასაწყისში მიეცემა ამონიუმის გვარჯილა ან ამონიუმის სულფატი. .
ლობიოს საშუალო მოსავლის მისაღებად ( 2,0-2,5 ტ/ჰა)
საჭიროა სუფთა ნივთიერება
N- 30-40 კგ/ჰა
P2O5 -60-70 კგ/ჰა
K2O- 60-70კგ/ჰა
- ძირითადი ხვნის ან თესვის წინ შეიტანება რთული სასუქი 8-20- 30– ფიზიკური წონით -300კგ/ჰა ( ამით ნიადაგში შევა 24 N, 60 P2O5. 90 K2O)
- საჭიროებისამებრ დაემატება ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 40-50კგ/ჰა( 15 N). ჯამში მივიღებთ დაახლოებით 40 N,60 P2O5 , 90 K2O.
ლობიოს მაღალი მოსავლის მისაღებად ( 3,0-3,5 ტ/ჰა)
საჭიროა სუფთა ნივთიერებით:
N- 50-60 კგ/ჰა
P2O5 -80-90 კგ/ჰა
K2O- 80-100კგ/ჰა
- ძირითადი ხვნის ან თესვის წინ შეიტანება რთული სასუქი 8-20- 30— ფიზიკური წონით 400კგ/ჰა ( ამით ნიადაგში შევა 32 N, 80 P2O5. 120 K2O)
- საჭიროებისამებრ დაემატება ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 60-70კგ/ჰა( 22-24 N) .
შედეგად ჯამში მივიღებთ დაახლოებით 55N, 80 P2O5, 120 K2O.
დამატებითი შენიშვნები
თუ გვინდა ლობიოსათვის გოგირდის დამატება , შეგვიძლია გამოვიყენოთ აზოტიან საუქად ამონიუმის სულფატი . 100კგ/ჰა ამონიუმის სულფატის დამატება ( ფიზიკური წონით) გვაძლევს სუფთა აზოტს 21კგ და 24 კგ გოგირდს.
ლობიოსათვის სასარგებლოა , მაგრამ სიჭარბე საჭირო არ არის.
ლ ო ბ ი ო ს ს ა შ უ ა ლ ო მ ო ს ა ვ ლ ი ს ა თ ვ ი ს —იმ შემთხვევაში თუ რთულ სასუქად გამოვიყენებთ 15-15-15 , შევიტანთ ფიზიკური წონით 300კგ/ჰა ( 45N, 45 P2O , 45 K2O ) ამას დამატებული ფიზიკური წონით 80-100კგ კალიუმის სულფატი( 45-50 K2O).
მ ა ღ ა ლ ი მ ო ს ა ვ ლ ი ს ა თ ვ ი ს -ფიზიკური წონით : 400კგ/ჰა 15-15-15 ( 60-60-60)+ 100-120კგ ფიზიკური წონით კალიუმის სულფატი( 50-60 K2O)
თ ე ს ვ ა
თესვის დრო : როდესაც ნიადაგი გათბება 10-120 C -ზე( აპრილი -მაისი , კლიმატური ზონიდან გამომდინარე).
თესვის სიღრმე : მსუბუქ ნიადაგში 5-6 სმ, მძიმე ნიადაგში 3-4 სმ.
დ ა თ ე ს ვ ი ს ს ი ხ შ ი რ ე
რიგთაშორის-45-60 სმ
მცენარეთა შორის – 8-12 სმ
თესლის რაოდენობა -80-100კგ/ჰა
თესლი, თუ ამის საშუალებაა , სასურველია დამუშავებული იყოს რიზობიუმის შესაბამისი შტამით , რომელიც შემდეგ ფესვებზე ღივდება და ეხმარება მცენარეს აზოტის მიწოდებაში.რაც მოსავალს ზრდის.
მ ო ვ ლ ა
გაფხვიერება: ნიადაგის მსუბუქი გაფხვიერება 2-3 ჯერ.
სარეველებთან ბრძოლა: მექანიკურად ან ჰერბიციდით კულტურის დათესვამდე ტოტალური ჰერბიციდი( გლიფოსატი). აღმოცენებამდე 2-3 დღით ადრე სელექციური ჰერბიციდი პრომეტრინის ჯგუფის. აღმოცენების შემდეგ სელექციური ჰერბიციდი ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი.
მ ო რ წ ვ ა
განსაკუთრებით ყვავილობისა და პარკის ფორმირების დროს.
3-4 მორწვა საკმარისია , საერთო წყლის ხარჯი 2500-3500 მ3 /ჰა.( იგულისხმება სრული სეზონის განმავლობაში მიცემული წყლის ჯამი. როცა ვწერთ ესაჭირობა 3-4 მორწყვა ეს საერთო ხარჯი იყოფა მორყვების რაოდენობაზე.მაგ. 2500 მ3 /ჰა ვყოფთ 4 მორწვაზე და უდრის საშუალოდ 625 მ3 წყალს ერთ ჰექტარზე თითო მორწვისას. ( უფრო ზუსტად თუ გვაინტესებს მორწვისას მიღებული წყლის რაოდენობა , მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობა. ნიადაგი რაც უფრო მსუბუქია მით უფრო პატარა დოზა მიეწოდება წყლის , მაგრამ უფრო ხშირად).
მ ა ვ ნ ე ბ ლ ე ბ ი დ ა დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი
მავნებლები: ლობიოს ხერხია, ლობიოს მემარცვლია, ფოთლიჭამია ფრთოსნები. იონჯას ფოთლის ცხვირგრძელა.აბლაბუდა ტკიპა.
დაავადებები: ანთრაქნოზი, სამხრეთული ფესვის სიდამპლე, ნაცარი, ბაქტერიული ჭკნობა.
პ რ ე ვ ე ნ ც ი ა
ჯანსაღი თესლი.
კულტურათა მორიგეობა 4-5 წელი.
თესლის დეზინფექცია ფუნგიციდებით.
დროული წამლობა ფუნგიციდებით და ინსექტიციდებით.
მ ო ს ა ვ ლ ი ს ა ღ ე ბ ა
მოსავლის აღება ხდება მაშინ , როცა 80-90 % პარკის შემოსულია.
მექანიზაციით – კომბაინით.
მოსავლიანობა: 2-3 ტ/ჰა ( კარგ პირობებში 3,5ტ/ჰა და მეტი ).
შ ე ნ ა ხ ვ ა
ტენიანობა უნდა იყოს 12% -ზე ნაკლები.
მშრალ, გრილ საწყობში.
ლობიოს მემარცვლიასთან ბრძოლა აუცილებელია.