მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოში მიმდინარე გარემოსდაცვით და ტექნოლოგიურ ცვლილებებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა დაათვალიერა საკვანძო ობიექტები, მათ შორის – განახლებული აზოტმჟავას საამქრო, ციანმარილების წარმოებაში არსებული ჩამდინარე წყლების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, და კონდენსაციური ტიპის ელექტროსადგური. აღნიშნული განახლებები წარმოადგენს კომპანიის ფართომასშტაბიანი ინიციატივების ნაწილს, რომელიც მიმართულია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისა  და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემაში (airMonitoring), რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მავნე ნივთიერებების გაფრქვევებზე მუდმივი ზედამხედველობა განახორციელოს. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *