აირადი აზოტი
საწარმო ქიმია
CAS ნომერი: 7727-37-9
ქიმიური ფორმულა: N2
შეფუთვა: მეტალის სპეციალური ბალონები.
გამოყენების სფერო:
აირადი აზოტი ქიმიური წარმოებისათვის ერთერთი უმნიშვნელო-ვანესი ნედლეულია, იგი ხანძარ-ფეთქებადუსაფრთხოა. აირადი აზოტის არეში ჩერდება ჟანგვითი და ლპობითი პროცესები. აირადი აზოტი გადაიზიდება სპეციალური წნევაგამძლე ბალონებით.
აირადი აზოტი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. ნავთობქიმიაში მას იყენებენ მილგაყვანილობის განსაბერად და დასაპრესად. სამთო-მომპოვებელ დარგში იგი გამოიყენება მაღაროებში ფეთქებადუსაფრთხოარეს შესაქმნელად. აზოტის გამოყენების ყველაზე დიდი დარგია ამიაკის, მინერალური სასუქების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და საღებავების წარმოება. აირადი აზოტი გამოიყენება ღვინის წარმოებაში, ინერტული გარემოს შესაქმნელად საცავებსა და ტარაში ღვინის ჟანგვითი პროცესების თავიდან აცილების მიზნით. აირად აზოტს ასევე იყენებენ ავიაციაში საბურავების დასაბერად. აირადი აზოტის გამოყენების მნიშვნელოვანი სფეროა ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულება, რადგან ისეთი წვადი ნივთიერებებისაგან გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა, როგორიცაა წყალბადი, მეთანი და ა.შ. წყლით აკრძალულია.
აზოტის ბალონი უნდა იყოს შავი ფერის, რომელზედაც ყვითელი ფერით უნდა ეწეროს ნივთიერების დასახელება.
შენახვის ვადა : დამზადებიდან 18 თვე.