კარიერა

მთავარი / კარიერა

ᲡᲐᲙᲐᲓᲠᲝ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ

კომპანიის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს მისი თანამშრომლები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, „რუსთავის აზოტის" პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანური რესურსების სწორად მართვა და საკადრო პოლიტიკის ეფექტურად დანერგვა საწარმოში. დღეს 2 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული „რუსთავის აზოტში". თანამშრომელთა მოტივაცია, მათი სწავლება-განვითარება, სათანადო პირობების შექმნა, დისციპლინისა და საქმისადმი თავდადების განვითარება წარმოადგენს განმსაზღვრელ და აუცილებელ ფაქტორს იმისათვის რომ საწარმომ მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

სამუშაო გარემო

კომპანიის მენეჯმენტი, ზრუნავს თანამშრომლებისთვის ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების და სტანდარტების შესაბამისად კომპანია საკადრო პოლიტიკას ახორციელებს შრომითი შინაგანაწესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის რეგულირების, პერსონალის შერჩევის, თანამშრომელთა სწავლების, თანამშრომელთა განვითარების, შრომითი ანაზღაურების და წახალისების, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების და სხვა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კარიერული განვითარება

ქარხანაში დანერგილია პერსონალის შერჩევის თანამედროვე პროცედურები რაც მოიცავს კანდიდატის ძებნას, შეფასებას, განსაზღვრასა და ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნას. კანდიდატის შერჩევისას განიხილება როგორც გარე ასევე შიდა კანდიდატურები. კანდიდატის საბოლოო შეფასება კი ხორციელდება ვაკანტური თანამდებობიდან გამომდინარე განათლებისადმი მოთხოვნის, სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიული კოდნის, საქმიანი თვისებები, ზოგადი უნარები, აგრეთვე ტექნიკური უნარების შესაბამისად.

კომპანიის მენეჯმენტი გამოცდილი პროფესიონალების დახმარებით ახორციელებს ახალგაზრდა კადრების მომზადებას და განვითარებას. „რუსთავის აზოტის" საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს, რასაც ქარხანა საკუთარი, ქიმიაში გამოცდილი, მაღალკვალიფიციური კადრის ხელშეწყობით ახორციელებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ გუნდური მუშაობის პრინციპით თითოეული ჩვენგანის წარმატების შანსს გავზრდით"

სოციალური დაცვა

"რუსთავის აზოტის" საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. ამ მიზნით, საწარმოო პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების და ნორმების შესაბამისად. საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად დაცულია თანამშრომლების შრომის უსაფრთხოების სტანდარტები. აგრეთვე ტარდება საწარმოო ტრამვებისა და პროფესიული დაავადებების მუდმივი პროფილაქტიკა, ხორციელდება თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების და დაცვის ნორმების სწავლება და შემდგომში შესაბამისი კოდნის შემოწმება და კონტროლი. კომპანია, თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს სოციალური პაკეტით, რაც გულისხმობს დამატებით საშვებულებო დღეებს, უფასო სანატორიულ დასვენებას, ჯანმრთელობის სადაზღვეო პაკეტს და სხვა პრივილეგიებს.

თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, კომპანიის მენეჯმენტმა შეიმუშავა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა სადაზღვეო კომპანიასთან ერთად და დააზღვია ქარხნის ყველა თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები, რაც დაახლოებით 5 000 ადამიანს შეადგენს. ამ პროექტის ფარგლებში „რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე მოქმედებს სამედიცინო პუნქტები, სადაც ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს ისარგებლოს დაზღვევის პროგრამით და ტერიტორიადან გაუსვლელად მიიღოს უმაღლესი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია.

სამსახურის მიღმა

სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და კორპორაციული კულტურის განვითარებისთვის კომპანია პერიოდულად მართავს სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს და შეხვედრებს. ასეთი მიდგომით ჩვენ ვნერგავთ გუნდურ სულისკვეთებას და ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლები აძლიერებენ ერთმანეთს.