თხევადი ჟანგბადი
საწარმო ქიმია
CAS ნომერი: 7782-44-7
ქიმიური ფორმულა: O2
გამოყენების სფერო:
ჟანგბადი ფართოდ გამოიყენება წარმოების სხვადასხვა დარგში. მეტალურგიაში იგი გამოიყენება მაღალხარისხიანი ფოლადების მისაღებად მარტენის და დომენის ღუმელებში, ასევე გამოიყენება ლითონის აირცეცხლოვანი ჭრისა და შედუღებისათვის. თხევადი ჟანგბადი სარაკეტო ძრავებში გამოიყენება როგორც დამჟანგველი. თხევადი და აირადი ჟანგბადი გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ასევე რეანიმაცია - რეაბილიტაციის პროცესში. ქიმიურ მრეწველობაში ჟანგბადი გამოიყენება სხვადასხვა ჟანგბადშემცველი პროდუქტების: სპირტების, ალდეჰიდების, ორგანული მჟავების და სხვათა მისაღებად. ჟანგბადი ასევე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, კერძოდ სასათბურე მეურნეობაში, მეცხოველეობაში და მეთევზეობაში.
ტრანსპორტირება: ხორციელდება ყველა სახეობის ტრანსპორტით, საშიში ტვირთების გადაზიდვის წესების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ტრანსპორტის მოცემულ სახეობაზე, და აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და მოწყობის წესების თანახმად.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 18 თვე.