ამონიუმის სულფატი
აგროქიმია
CAS ნომერი: 7783-20-2
ქიმიური ფორმულა: (NH₄)₂SO₄
შეფუთვა: 50 კგ ტომრები.
გამოყენების სფერო:
აზოტოვანი ჯგუფის მინერალური სასუქებიდან ამონიუმის სულფატი მაღალეფექტური მინერალური სასუქია, რომელიც მოლეკულაში ორ ძირითად მკვებავ ელემენტს - აზოტს და გოგირდს შეიცავს, აქედან აზოტს ამიაკური ფორმით, მინიმუმ 21 % -ს, ხოლო გოგირდს მინიმუმ 24 % -ს. ამონიუმის სულფატის გამოყენება შესაძლებელია მრავალი სასოფლო - სამეურნეო კულტურების თესვისწინა, ძირითადი და დამატებითი კვების უზრუნველყოფისათვის. ამონიუმის სულფატში შემავალი აზოტი იოლად შესათვისებელია მცენარის მიერ, რადგანაც იგი იმყოფება ამიაკურ ფორმაში, ხოლო გოგირდი განსაკუთრებით ეფექტურია გოგირდმოთხოვნადი სასოფლო - სამეურნეო კულტურებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, უპირატესად ტუტე და სუსტმჟავა ნიადაგებისათვის. ამონიუმის სულფატის ხარისხი განისაზღვრება შვიდი მაჩვენებლით, რომელთა ნორმის ფარგლებში შენარჩუნება განაპირობებს მის მაღალ ეფექტურობას. სხვა მინერალურ სასუქებთან შედარებით მას აქვს საგრძნობი უპირატესობები: არ იგოზება, წყალში ადვილად იხსნება, ამიაკური ფორმით მყოფი აზოტი ადვილად ათვისებადია მცენარის ფესვთა სისტემის მიერ, არ აქროლდება ნიადაგიდან აირადი ნივთიერებების სახით, არ ირეცხება გრუნტში წვიმის შედეგად და პრაქტიკულად სრულად აითვისება მცენარის მიერ.
ტრანსპორტირება: ტრანსპორტირება ხორციელდება სარკინიგზო ვაგონებით, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე.