საზოგადოებრივი განვითარების ინიციატივები

Indorama India Private Limited (IIPL)-ში ჩვენ ერთგულნი ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებებში
პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ CSR ინიციატივების ფართო სპექტრის მეშვეობით.

რუსთავის აზოტი ინდორამამ უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

რუსთავის აზოტი ინდორამა საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალს ესტუმრა და ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, პირადად გადასცა საახალწლო საჩუქრები კავშირის დაახლოებით 100 ბენეფიციარს. შეხვედრის დროს ასევე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები.
რუსთავის აზოტი ინდორამა კვლავაც რჩება საზოგადოების სანდო პარტნიორად და თანმიმდევრულად აგრძელებს ადამიანებზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების განხორციელებას.

რუსთავის აზოტი ინდორამაში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

25 ნოემბერს „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ქვემო ქართლის სისხლის ბანკი ეწვია და სისხლის ჩაბარების აქცია ჩატარდა. თანამშრომლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში.

დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

რუსთავის აზოტი ინდორამამ „კლინიკა რუსთავს“ ოთხი ჰიდრავლიკური სტრეჩერი გადასცაi

8 ოქტომბერს, „კლინიკა რუსთავს“ ვეწვიეთ და საჩუქრად ოთხი თანამედროვე ჰიდრავლიკური სტრეჩერი გადავეცით. „რუსთავის აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, კლინიკის მენეჯმენტს გააცნო კორპორაცია ინდორამას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა რუსთავში — ჯანდაცვის, განათლების, სპორტის და ადგილობრივი თემის მხარდაჭერის კუთხით.

ასევე, შეხვედრის დროს განვიხილეთ კლინიკასთან თანამშრომლობის არსებული გამოცდილება, მისი განვითარების შესაძლებლობები და დავგეგმეთ ერთობლივი ახალი პროექტები.

რუსთავის აზოტი ინდორამაში წარმატებით ჩატარდა ჰაკათონი „ბრილიანტის გამოწვევა 2025“

რუსთავის აზოტ ინდორამაში, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან (სიქა) თანამშრომლობით, წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი ჰაკათონი „ბრილიანტის გამოწვევა 2025“, რომელიც რუსთაველ სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებას ემსახურებოდა.

ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 55 მოსწავლემ. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში დააგენერირეს იდეები და შეიმუშავეს ბიზნეს გეგმები. ჯამში დამუშავდა 25 ბიზნეს იდეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა საკუთარი პროექტები პირადად წარუდგინეს კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯეი ჯაჯუს და მისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გამარჯვებული გუნდი რუსთავის აზოტი ინდორამას მხარდაჭერით გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდულ სამეწარმეო სამიტში.

რუსთავის აზოტი ინდორამამ წმინდა აკაკი მორჩილის მოხუცებულთა სახლს მხარდაჭერა გაუწია

5 აგვისტოს „რუსთავის აზოტ ინდორამას“ მენეჯმენტი რუსთავში მდებარე წმინდა აკაკი მორჩილის მოხუცებულთა სახლს ესტუმრა და ბინადრებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პერსონალური საჩუქრები გადასცა. ჩვენი კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერას. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ადგილობრივი საჭიროებები, შევიტანოთ ჩვენი წვლილი და შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირი საწარმოს საზღვრებს მიღმაც.

რუსთავის აზოტი ინდორამასა და რუსთავის მერიის ერთობლივი გამწვანების აქცია

გარემოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 5 ივნისს, რუსთავის აზოტი ინდორამამ და რუსთავის მერიამ ერთობლივად განახორციელეს გამწვანების აქცია ახლად რეაბილიტირებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში. კომპანიამ სასახლეს საჩუქრად გადასცა მაგნოლიის, ნეკერჩხლისა და ამბრის ხეები, რაც ეზოს გამწვანებისა და სივრცის განახლების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

5–6 ივლისს რუსთავის აზოტი ინდორამას მხარდაჭერით რუსთავში ოქსიგენი 2025 გაიმართა

რუსთავის აზოტი ინდორამას მხარდაჭერით, 5–6 ივლისს რუსთავმა მუსიკალურ-შემოქმედებით ფესტივალს OXYGEN 2025 უმასპინძლა.

პირველი დღე მიეძღვნა რუსთავის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, სამ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა საჩუქრად სმარტ-საათები – Apple Watch. დაჯილდოების შემდეგ სცენა დაეთმო კონცერტს.

„რუსთავის აზოტი ინდორამასთვის“ ახალგაზრდობის, განათლებისა და ქალაქის კულტურული განვითარების მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.

ახალგაზრდობისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა – პარტნიორობა რუსთავის ხარებთან გრძელდება

უკვე მეორე წელია, რაც „რუსთავის აზოტი ინდორამა“ მხარს უჭერს ქალაქ რუსთავის რაგბის კლუბს — „რუსთავის ხარები“. 25 ივნისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავადასტუროთ კომპანიის მხარდაჭერა ახალგაზრდობის, რაგბის და რაც მთავარია, ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესის მიმართ.

წარმატებებს ვუსურვებთ რუსთავის ხარებს, როგორც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე!