ჩვენ შესახებ

მთავარი / ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

2023 წლიდან "რუსთავის აზოტი" კორპორაცია "ინდორამას" ნაწილი გახდა. კორპორაცია ინდორამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალების გლობალური მწარმოებელია, რომელიც მოიცავს მინერალურ სასუქებს, პოლიმერებს, ბოჭკოებს, ძაფებს და სამედიცინო ხელთათმანებს. კორპორაცია ინდორამას წარმოების ობიექტების ქსელი საფუძველია ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებისა და უკეთესი ცხოვრების ფორმირებისთვის მთელს მსოფლიოში. კორპორაცია ინდორამას დაუღალავი მისწრაფება სრულყოფილებისა და მდგრადი განვითარებისკენ, მომხმარებლების ცვალებადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამასთან მინიმუმამდე ამცირებს კომპანიის ზემოქმედებას გარემოზე და აძლიერებს საზოგადოებას რომელთანაც იგი ურთიერთთანამშრომლობს

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს. "რუსთავის აზოტს" მყარი პოზიციები უჭირავს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე საწარმო, სტაბილურობისა და ხარისხის გარანტიაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის.

დღეისათვის, "რუსთავის აზოტი" სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, სადაც დასაქმებულია 2 ათასზე მეტი თანამშრომელი.

როდის დავიწყეთ?

რატომ უნდა გვეთანამშრომლოთ?

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს ქიმიურ საწარმოს, რომელიც გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო პარტნიორმა. ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებით ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიას.

სს "რუსთავის აზოტის" უპირატესობა ბაზარზე ხასიათდება, რამოდენიმე ფაქტორით:

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

წარმოება

"რუსთავის აზოტი" უდიდესი სამრეწველო საწარმოა საქართველოში და ამონიუმის გვარჯილის ძირითადი მწარმოებელი სამხრეთ კავკასიაში.

რუსთავის „აზოტს" უჭირავს მყარი პოზიციები შიდა და მსოფლიო ბაზარზე. საწარმოს სპეციალიზაცია არის მინერალური სასუქების, ასევე ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავას, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

საპროექტო საწარმოო სიმძლავრეები:

ამიაკი (1 აგრეგატი AM-600) – 200 000 ტნ/წ აზოტმჟავა - 372 000 ტნ/წ ამონიუმის გვარჯილა - 450 000 ტნ/წ ამონიუმის სულფატი - 140 000 ტნ/წ ნატრიუმის ციანიდი - 11 655 ტნ/წ თხევადი ჟანგბადი - 12 800 ტნ/წ თხევადი აზოტი - 12 800 ტნ/წ~ მშრალი ყინული - 2 000 ტნ/წ ნახშირორჟანგი - 3 000 ტნ/წ შაბიამანი - 500 ტნ/წ

მენეჯმენტი

ჯეი პრაკაშ ჯაჯუ

გენერალური დირექტორი

ლევან ბურდილაძე

ინდორამა კავკასიის დირექტორი

სანჯაი ბანსალი

მთავარი ტექნიკური წარმომადგენელი

გოჩა ქართლელიშვილი

მთავარი ინჟინერი