ლურჯმა მოცვმა ფესვებიდან ყოველწლიურად  რამდენიმე ახალი ამონაყარი  უნდა ამოიღოს. ძველმა ტოტებმა მინიმუმ 30 სმ  სიგრძის ნაზარდი უნდა გაიკეთოს. კომერციული ჯიშის ლურჯი მოცვი ბევრად უფრო მოსავლიანია, ვიდრე ველური ჯიშები. ამიტომ კომერციულ კულტურას დამატებითი კვება სჭირდება  .

ლურჯი მოცვი განსაკუთრებული ტიპის განოყიერებას მოითხოვს. მჟავე ნიადაგის გამო, სადაც ლურჯი მოცვი იზრდება , მცენარეში ზოგი საკვები ელემენტი მუდამ დეფიციტშია( მაგალითად ფოსფორი). მოცვისათვის ძირითადი საკვები ელემენტების მაკროელემენტების —  აზოტის, ფოსფორის და კალიუმის გარდა , მცენარის ჯანსაღი ზრდა- განვითარებისათვის აუცილებელია  მიკროელემენტებიც.

მაკროელემენტების ფუნქცია

ა ზ ო ტ ი (N) საჭიროა

  1. ქლოროფილის გამოსამუშავებლად;
  2. თითოეულ უჯრედში ნუკლეინის მჟავის სინთეზისათვის;
  3. ცილების სინთეზისათვის.

ა ზ ო ტ ს–ლურჯი მოცვი  უკეთესად ითვისებს  ამონიუმის სახით

(NH4),ვიდრე ნიტრატების (NO3)  სახით– ეს უკანასკნელი მისთვის ტოქსიკურია. იმისათვის რომ ნიადაგის PH სათანადო დონეზე შენარჩუნდეს , ლურჯი  მოცვისათვის  აზოტის მისაწოდებლად საუკეთესო სასუქია  ამონიუმის სულფატი ( 21-0-0). ახალგაზრდა მცენარისათვის ( 1-2 წლის) რეკომენდირებულია  20-30 აზოტი( აქტიური ნივთიერება)კგ/ჰა. ზრდასრული  უხვად მსხმოიარე მცენარეებს შეიძლება  ჰა-ზე 150კგ-მდე  მიეწოდოს.  აზოტის  შეტანის რეკომენდირებული სტანდარტული ნორმაა N-65კგ/ჰა ყოველ  სეზონზე.

ფ ო ს ფ ო რ ი (P) საჭიროა:

  1. ფესვების ფორმირებისათვის და ზრდისთვის ;
  2. უხვი ყვავილობისათვის;
  3. ნაყოფის უკეთესი ხარისხისათვის;
  4. დაბალი ტემპერატურისას უკეთესი ზრდისთვის;
  5. წყლის ეფექტურად გამოყენებისა და ნაყოფის სათანადოდ დამწიფებისათვის;

ნიადაგში არსებული ფოსფორი ლურჯი მოცვისათვის არ არის ხელმისაწვდომი, როცა ნიადაგის PH 4,5 დან 5,5 მდეა. ამიტომ ლურჯ მოცვს ყოველთვის აკლია ფოსფორი. ამის გამო უნდა გაკეთდეს ფოთლის ანალიზი და დაზუსტდეს ფოსფორის დეფიციტის დონე.დეფიციტის (0,10-%- ზე ნაკლები) აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა ჰექტარზე 45-65კგ ფოსფორის დამატება( სუფთა ნივთიერება)

კ ა ლ ი უ მ ი ( K) საჭიროა

  1. ფოტოსინთეზისთვის;
  2. ნახშირწყლების წარმოქმნის, გადატანისა და შენახვისათვის;
  3. კალციუმთან და ბორთან ერთად უჯრედის კედლის ჩამოყალიბებისათვის;
  4. მცენარის უჯრედის ტურგორისათვის;
  5. უწყლოობის სტრესზე ეფექტიანი რეაგირებისათვის;

მცენარეში შესათვისებელი კალიუმის დონე  სხვადსხვა ფაქტორის გამო  შესაძლებელია   სწრაფად იცვლებოდეს. ფოთოლში მისი არასაკმარისი შემცველობა შესაძლოა გამოწვეული იყოს  არასაკმარისი დრენაჟით, გვალვით, ძალიან მჟავე ნიადაგით . დეფიციტის ნიშნებს შორის  შეიძლება იყოს  ფოთლის კიდეების მოხმობა, ფოთლის ჩაზნექვა, დახვევა და ნეკროზული ლაქების გამოჩენა. თუ ფოთოლში კალიუმის ნაკლებობა 0,38%-ზე ნაკლებია, საჭიროა ნიადაგში კალიუმის შეტანა 160კგ/ჰა გათვლით.

 

მოთხოვნილება მაკროელემენტებზე

( ფოთლის ანალიზის მიხედვით, მშრალი წონის პროცენტებში  გამოხატული)

 

აზოტი(N) %

–დეფიციტი  1,7%-ზე ქვევით

–ზომიერი      1,76 დან-2,1 % მდე

–ჭარბი            2,3%-ზე ზევით

 

 

ფოსფორი(p) %

–დეფიციტი  0,10%-ზე ქვევით

–ზომიერი      0,10% დან-0,4 % მდე

–ჭარბი            0,6%-ზე ზევით

 

კალიუმი(K) %

–დეფიციტი  0,38%-ზე ქვევით

–ზომიერი      0,4 დან-0,7 % მდე

–ჭარბი            0,9%-ზე ზევით

 

კალციუმი(Ca) %

–დეფიციტი  0,13%-ზე ქვევით

–ზომიერი      0,41 დან-0,80 % მდე

–ჭარბი            1,0%-ზე ზევით

 

მაგნიუმი(Mg) %

–დეფიციტი  0,10%-ზე ქვევით

–ზომიერი      0,13 დან-0,25 % მდე

–ჭარბი            0,40 %-ზე ზევით

 

 

გოგირდი (S) %

–დეფიციტი  0,10 %-ზე ქვევით

–ზომიერი      0,11 დან-0,16 % მდე

–ჭარბი    არა აქტუალურია

 

ნებისმიერი საკვები ნივთიერებების დამატებამდე უნდა გაკეთდეს ორი ანალიზი: ფოთლის და ნიადაგის. ნიადაგის ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას ნიადაგში მცენარისათვის   ხელმისაწვდომი  საკვები ნივთიერებების  შემცველობაზე, მაგრამ სწორედ ფოთლის ანალიზია , რაც სანდოდ გვიჩვენებს მცენარეში საკვები ნივთიერებების ზუსტ შემცველობას.

 ორი ანალიზი საჭიროა იმის გამო , რომ ლურჯი მოცვისათვის  აუცილებელი  ნიადაგის მჟავიანობა  საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობას ცვლის. მაგალითად  , ნიადაგის ანალიზში ფოსფორი  ყოველთვის  მაღალი კონცენტრაციით  ჩანს, თუმცა მჟავე ნიადაგიდან  ამ ელემენტს  მოცვი ძალიან მცირე რაოდენობით ითვისებს და ხშირად  მცენარე ფოსფორის უკმარისობას  განიცდის. ასევეა კალიუმის და კალციუმის შემთხვევაშიც. ამიტომ ფოთლის ანალიზი უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ლურჯი მოცვის მისაღებად.

ცხრილში საკვები ნივთიერების დონე  თითოეული ელემენტისა განისაზღვრება დეფიციტიდა  ჭარბ დონემდე დიაპაზონით. აზოტი, ფოსფორი და კალიუმი წარმოადგენენ მაკროელემენტებს,რომელთა კონცენტრაციაც  ყოველთვის  მინიმუმზე მაღლა უნდა იყოს.

აზოტი უნდა დარჩეს 1,7%-ზე ზევით, მაგრამ 2,3% -სე ქვევით.

ფოსფორი 0,1 % ზე ზევით  და 0,6% ქვევით .

კალიუმი კი 0,38% ზევით და 0,9% -ზე ქვევით.

მაკროელემტების უსაფრთხო  დონეზე დატოვება თავიდან  აგვაცილებს უკიდურესობებს, რაც შეიძლება მცენარეში დეფიციტის ან ტოქსიკოზის მიზეზი გახდეს.

   

მიკროელემენტების მოთხოვნები

( ფოთლის მშრალი წონის ერთი მემილიონედი ნაწილი (ppm)ანალიზზე დაყრდნობით

 ბორი(B)

–დეფიციტი 18 ppm-ზე ნაკლები

–ზომიერი 30 -დან 80 ppm-მდე

–ჭარბი  150 ppm-ზე ზევით

 

მანგანუმი (Mn)

–დეფიციტი 25 ppm-ზე ნაკლები

–ზომიერი 25 -დან 350 ppm-მდე

–ჭარბი  450 ppm-ზე ზევით

 

თუთია (Zn)

–დეფიციტი 8 ppm-ზე ნაკლები

–ზომიერი 8 -დან 30 ppm-მდე

–ჭარბი  80 ppm-ზე ზევით

 

რკინა (Fe)

–დეფიციტი 60 ppm-ზე ნაკლები

–ზომიერი 60 -დან 200 ppm-მდე

–ჭარბი  400 ppm-ზე ზევით

 

სპილენძი (Cu)

–დეფიციტი 5 ppm-ზე ნაკლები

–ზომიერი 5 -დან 20 ppm-მდე

–ჭარბი  100 ppm-ზე ზევით

 

მიკროელემენტები ეს ის აუცილებელი საკვები ელემენტებია, რომლებიც მცენარეს ძალიან მცირე რაოდენობით ჭირდება, მაგრამ მათი შეცვლა სხვა ელემენტებით  შეუძლებელია .

ამ    ცხრილში  მოცემულია საჭირო მიკროელემენტების რაოდენობა  ფოთლის მშრალი  წონის ერთ მემილიონედზე( ppm). ერთი მემილიონედი  ნაწილი შეესაბამება ერთ მილიგრამს ლიტრზე.

ბორს და თუთიას მიკროელემენტებიდან  საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს. ეს ელემენტები საჭიროა დამტვერვის და ყლორტის ზრდისთვის. მჟავე ნიადაგის პირობებში ისინი ლურჯი მოცვის მიერ  ადვილად შეიწოვება, თუმცა მათი ზედმეტი რაოდენობა  მცენარისთვის  შეიძლება ტოქსიკური იყოს.

რკინის დეფიციტით გამოწვეული სიმპტომებია: ახალგაზრდა ფოთლის  ძარღვთაშორის ქლოროზი. ეს პრობლემა თავს იჩენს , როდესაც PH->5,5. სერიოზულმა დეფიციტმა შესაძლებელია  მთელი მცენარე ჩაითრიოს და გაყვითლებული ფოთლები მთლიანად გათეთრდეს.

სპილენძი იგი  გავლენას ახდენს  მოცვის გემურ თვისებებზე, შენახვის მიმართ გამძლეობაზე და შაქრების შემცველობაზე. პრობლემა თავს იჩენს ფოთლის გაყვითლებით და ახალგაზრდა ყლორტის ხმობით.

მანგანუმი არ გადანაწილდება მცენარეში. ამგვარად, დეფიციტის სიმპტომები პირველად ახალგაზრდა ფოთლებზე გამოჩნდება ყავისფერი უბნების სახით. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს რკინის დეფიციტსა. შემაღლებულ კვლებში  ორგანული სასუქის სახით  ქათმის ნაკელის გამოყენება  მანგანუმით  ინტოქსიკაციას იწვევს, რადგან ქათმის ნაკელი მდიდარია მანგანუმით.

მოცვს ესაჭიროება დაბალი დოზებით საკვები ელემენტები, მაგრამ სისტემატურად მთელი სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით ნაყოფის ზრდის და მოსავლის პერიოდში. საკვები ნივთიერების დაბალი დოზებით მიწოდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ფერტიგაციით ხორციელდება( მორწყვა და კვება ერთად).

 

კ ვ ე  ბ ი ს  ს ქ ე მ ა

ფენოლოგიური ფაზები

აზოტი

ფოსფორი

კალიუმი

გაზაფხულზე(ახალი ზრდა)

საშუალო

დაბალი

საშუალო

ყვავილობა

საშუალო

საშუალო

მაღალი

ნაყოფის ზრდა ( ივნისი)

 

საშუალო

დაბალი

მაღალი

მოსავლის შემდეგ

დაბალი

დაბალი

საშუალო

 

აზოტიანი სასუქი  ამონიუმის სულფატი გამოიყენება გაზაფხულიდან  ივლისის ბოლომდე,წვეთოვან სისტემაში ( ფერტიგაციით )  მისი გამოსაყენებელი დოზაა ერთ გაშვებაში  5-8 კგ/ჰა.  გამოიყენება 0,2% ხსნარი ანუ 2 კგ. სასუქი იხსნება 1ტონა წყალში  .იგი კარგად იხსნება წყალში.

კალიუმიან სასუქად გამოიყენება კალიუმის სულფატი მისი ერთჯერადად გასაშვები დოზაა 5-10 კგ/ჰა.მისი მაღალი დოზები უნდა შევიტანოთ განსაკუთრებით ნაყოფის ზრდის პერიოდში. გამოიყენება 0,2% ხსნარი. იგი კარგად იხსნება წყალში და არ აზიანებს წვეთოვან სისტემას.

ფოსფორიან სასუქად წვეთოვან სისტემაში გასაშვებად გამოიყენება ფოსფორმჟავა , იგი განსაკუთრებით ყვავილობის დროს არის საჭირო. მისი გამოსაყენებელი დოზაა 5ლ/ჰა. ისიც 0,2% ხსნარის სახით გამოიყენება.

რაც შეეხება მიკროელემენტებს ისინი ფოთლიდან კვებით შეიტანებიან მოცვში.

ნიადაგის მჟავიანობა ასევე მოქმედებს ელემენტ  კ ა ლ ც ი უ მ ი ს  შეთვისებაზე. კალციუმი საჭიროა უჯრედის კედლის ფორმირებისათვის, მისი დეფიციტი ამცირებს ნაყოფის ხარისხს და ის იოლად იჟეჟება. კალციუმი აუცილებლად უნდა შევიტანოთ ფოთლიდან. თუ მას ნიადაგში შევიტანთ ეს იქნება როგორც ნიადაგის მოკირიანება და ის PH წაიყვანს ნეიტრალურისაკენ, რაც დაუშვებელია.