პომიდორი ძაღლყურძენასებრთა, ერთწლიანი, ორლებნიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა და დიდი გავრცელება ჰპოვა მე-18 საუკუნეში. საქართველოში იგი გავრცელებულია, როგორც დაბლობ ისე მთიან ზონებში. იგი მრავალმხრივი მოხმარების კულტურაა და გამოიყენება ნედლი და გადამუშავებული სახით. იგი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა ლიკოპენი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ.

პომიდორი არის საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშების სახით, საშუალოდ 100 დღიანიდან 120 დღემდე სავეგეტაციო პერიოდით.

პომიდორი მოჰყავთ, როგორც ღია, ისე  დახურულ გრუნტში. ჩითილები გამოჰყავთ კვალსათბურებში ან სათბურებში. ამისათვის იყენებენ სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატებს, რომლისთვისაც იყენებენ ტყის მიწას, გადამწვარ ნაკელს, ტორფს და მინერალურ სასუქებს.

მინერალური სასუქებიდან, კერძოდ აზოტიანი სასუქებია საჭირო ამონიუმის გვარჯილა და ამონიუმის სულფატი. ვეგეტაციის პერიოდში პომიდორი მომთხოვნია აზოტიანი სასუქების, კერძოდ ამონიუმის გვარჯილის და ამონიუმის სულფატის  სახით. ასევე  ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა 2-3 დამატებითი  გამოკვება.

აზოტიანი სასუქებიდან პომიდორისათვის საჭიროა ამონიუმის გვარჯილა-250 კგ და ამონიუმის სულფატი-405 კგ ფიზიკური წონის მიხედვით.

ასევე მეორე გამოკვებისას წყლის გამოყენებით საჭიროა 100 ლ წყალში გავხსნათ 0,5 კგ ამონიუმის გვარჯილა ან 1,0 კგ ამონიუმის სულფატი და შევიტანოთ პომიდორის ქვეშ. ერთ ჰა ფართობზე საჭიროა 500 ლ წყალხსნარი სასუქი.

სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, პომიდორი საქართველოში 2016 წელს (სხვა ბოსტნეულთან ერთად) დათესილი იყო 36,2 ათას ჰა-ზე. 

© copyright