აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე

ატამი საქართველოში პოპულარული ხეხილია, რომელსაც მიირთმევენ  როგორც მწიფეს ისე ჩირის სახითაც. ატამი ძირითადა მოჰყავთ  შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. სადაც კონცენტრირებულია  ატმის ბაღების 92%.

მეხილეებს ატმის კვებითი მოთხოვნების შეფასება  შუძლიათ  ფოთლებისა და ნიადაგის ანალიზის , მცენარის ზრდისა და მოსავლიანობის მიხედვით. ნიადაგისა და  ფოთლის ნიმუშების ქიმიური  ანალიზის  შედეგად მივიღებთ ობიექტურ სურათს  , რომელიც დაგვეხმარება ბაღისათვის  შესაბამისი სასუქი შევარჩიოთ. ნიადაგის რეაქციის (pH) , მარილიანობის,  ფოსფორისა და კალიუმის  შემცველობის  რეგულირება  უფრო ადვილია დარგვამდე, ვიდრე დარგვის შემდეგ.თუმცა დარგვის შემდეგ ნიადაგის ანალიზის ჩატარება მაინც მოგვცემს  სასარგებლო  ინფორმაციას, განსაკუთრებით,  თუ არსებობს  ეჭვი  ნიადაგის მარილიანობის , მაღალ ან  დაბალ pH -თან დაკავშირებულ  პრობლემებზე.    ნიადაგის ანალიზი გვიჩვენებს , თუ რა მდგომარეობაშია საკვები ნივთიერებების მარაგი, რომელიც მცენარემ უნდა გამოიყენოს. მას შემდეგ, რაც  ატმის ბაღი გაშენდება , ფოთლის ანალიზი უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის ხის კვებით სტატუსზე , ვიდრე ნიადაგის ანალიზი, რადგან ის გვიჩვენებს,  რა ხდება  თავად მცენარის შიგნით. გაითვალისწინეთ , რომ  ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საძირე,  ხის  ნაყოფით დატვირთვა , ნიადაგის  ტიპი და კლიმატური პირობები , გავლენას ახდენენ იმაზე, შთანთქავენ  თუ არა მცენარეები საკმარისი რაოდენობით საკვებ ელემენტებს. ფოთის ანალიზს ,  თუ  ის წლების განმავლობაში  პერიოდულად ტარდება , შეუძლია გაგვაფრთხილოს მოახლოებულ დეფიციტზე ან ტოქსიკურობაზე, სანამ მცენარეში თავს იჩენს ხილული სიმპტომები.  საბოლოოდ  საკვები  ელემენტების  მართვა ეფუძვნება  ნიადაგის ქიმირ შემადგენლობას, ხეების სიმჭიდროვის, მოსავლიანობისა და ფოთლია ანალიზის პასუხებს. მაგრამ  ასევე  საჭიროა, დაკვირვება  აწარმოოთ   ფოთლებზე, ტოტებზე რათა წინასწარ შეაფასოთ  მიკროელემენტებისა და მაკროელემენტების  დეფიციტი ან  მათი ჭარბი რაოდენობა

ატმისათვის საჭიროა :

მიწის ტიპი: მსუბუქი-საშუალო, კარგი დრენაჟით, pH 6-8.

ირიგაციის ნორმა: დაახლოებით 6000მ3 ჰ.

მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე: 400-500 მცენარე /ჰ.

 მოსალოდნელი მოსავალი: 20 ტ/ჰ.

ა ზ ო ტ ი (N)

აზოტი სხვა ელემენტებზე  მეტად  აკონტროლებს  მცენარეების ზრდას და ნაყოფიერებას. აზოტის რაოდენობა  ურთიერთდამოკიდებულებაშია გასხვლასა და მორწვასთან.  მართვის პროცესი  მოიცავს:

  1. ზომიერ გასხვლას
  2. სეზონის დასაწყისში  ხეში აზოტის დონის აწევას.
  3.  ადრეულ გამოთხელებას.
  4.  ნიადაგის სათანადო ტენიანობის  შენარჩუნებას.
  5.  და უშუალოდ დაკრეფის წინ  ვეგეტატიური ზრდის შენელებას აზოტის დონის დაწევის გზით, რაც ჩვეულებრივ,  მიიღწევა წლის განმავლობაში  ჰექტარზე 50 -დან 100კგ-მდე აზოტის გამოყენებით, მათ შორის , მინუმუმ, ნახევარის გამოყენებას ნიტრატის სახით. ხის განვითარება  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება , თუკი წლის განმავლობაში ბაღს აზოტით ორჯერ  გაანოყიერეთ; აზოტის  გარკვეული ნაწილი– მოსავლის აღების შემდეგ , ხოლო დარჩენილი ნაწილი ადერე გაზაფხულზე  გამოიყენება. მოსავლის აღების შემდეგ  აზოტის გამოყენება  მიზნად ისახავს შემოდგომაზე ფოთლების სიჯანსაღის შენარჩუნებას და ზამთარში  ხის გამძლეობის გაუმჯობესებას, ხოლო ადრე  გაზაფხულზე აზოტით განოყიერება  უნდა ჩაითვალოს  მიმდინარე სეზონზე ნაყოფის საკვებად.

ბაღში გამოყენებული აზოტის წლიური რაოდენობა უნდა გამოვთვალოთ  მომდევნო სეზონზე მოსავლის აღებამდე გამოყენებული  რაოდენობის მიხედვით . მაგალითად, თუ შემოდგომაზე  20 კგ  აზოტი გამოიყენეთ ბაღში, სადაც ჰექტარზე  აზოტის 80კგ წლიური რაოდენობა გამოიყენება , მაშიმ ჰექტარზე 60კგ ( 80-20=60) აზოტი  ადრე გაზაფხულზე უნდა გამოიყენოთ.

პრაქტიკული წესის მიხედვით ,  შემოდგომაზე   ჰექტარზე 20კგ აზოტით ანოყიერებენ იმ ბაღებს , სადაც მცენარეები  ჯანსაღი ფოთლებით და ტოტების სათანადო( 30-დან 45სმ-მდე) ზრდით გამოირჩევიან, ხოლო  ჰექტარზე 35კგ აზოტით  იმ ბაღებს , სადაც მცენარეებს აზოტის საჭიროება  აშკარად ემჩნევათ. შემოდგომაზე ძლიერი ზრდის მქონე ხეები დაკრეფის შემდეგ აზოტით  აღარ უნდა  გაანოყიეროთ.  თუ ნაკვეთში არსებული სუსტი  ადგილები  აზოტის დამატებითი დოზის მიღებას საჭიროებენ. ყვავილობის შემდეგ  რეკომენდირებულია ნიტრატული აზოტის ( კალციუმის ნიტრატი) გამოყენება.

ა ზ ო ტ ი ს   დ ე ფ ი ც ი ტ ი ს  ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

ყლორტის  წვეროებში  ფოთლები  მოყვითალო მწვანეა, ხოლო ყლორტის ძირში– მოწითალო-ყვითელი;  ვითარდება  წითელი,  ყავისფერი  ნეკროზული ლაქები; ფოთლები ნაადრევად ცვივა; მოკლე შტოები  მოყავისფრო -წითელი ან  იისფერი წითელი გამაგრებული  ქერქით იფარება.

ა ზ ო ტ ი ს   ჭ ა რ ბ ი    რ ა ო დ ე ნ ო ბ ი ს   ს ი მ პ რ ო მ ე ბ ი

დამწიფება იგვიანებს, ნაყოფის წითელი შეფერილობა  მცირდება,  ზრდასრულ ხეებში  ნაზარდი  60 სმ-ზე გრძელია.  ახალგაზრდა ხეებში  მეტისმეტად ჭარბმა რაოდენობამ  შეძლება უეცარი ფოთოლცვენა  და ხის სიკვდილი გამოიწვიოს. აზოტით  საგაზაფხულო განოყიერება  ნაადრევი სიმწიფით გამორჩეულ ჯიშებში უნდა დაგეგმოთ – ყვავილობამდე, მინიმუმ, ექვსი კვირით ადრე. ჯიშები  რიგ- რიგობით, დამწიფების დროის მიხედვით გაანოყიერეთ; ეს პროცესი დაასრულეთ  საგვიანო ჯიშებით, ყვავილობამდე  4-6 კვირით ადრე. შესაძლებელია  საგვიანო ჯიშების საგაზაფხულო განოყიერების პროცესი  ორად გაიყოს:

აზოტის ნახევარს იყენებენ  ყვავილობამდე 4-6 კვირით ადრე, ხოლო მეორე ნახევარს – ყინვების საფრთხის დასრულებისთანავე.

ფ ო ს ფ ო რ ი (P)

ატმის ხეებში ფოსფორის დეფიციტის შემთხვევები  იშვიათად გვხვდება. გამონაკლისია მხოლოდ კირქვიანი ნიადაგი, სადაც ის შესაძლებელია უხსნად ფორმაში იყოს, როგორიცაა ორკალციუმიანი და სამკალციუმიანი ფოსფატი. წლის განმავლობაში  ატმის  ძლიერ პროდუქტიულ ხეს  ნიადაგიდან  ჰექტარზე, დაახლოებით 12 კგ P2O5  გამოაქვს. შესაბამისად თუკი ნიადაგში არის  ფოსფორის  სათანადო დონე , წელიწადში 7-9 კგ-ზე მეტი P2O5 არ არის საჭირო.

ფ ო ს ფ ო რ ი ს   დ ე ფ ი ც ი ტ ი ს   ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

მუქი მწვანე ფოთლები, რომელის  შეფერილობა  ბრინჯაოსფერსა  და იისფერში გადადის. ფოთლები თანდათან ვიწროვდება  ქვევით  მიმართული  კიდეებით და ნაადრევად ცვივა.

ფ ო ს ფ ო რ ი ს     ჭ ა რ ბ ი   რ ა ო  დ ე ნ ო ბ ა

თუ ფოსფორის დამატებას გააგრძელებთ, ამან  შეიძლება  თუთიის, რკინის, ან  სპილენძის  დეფიცირი გამოიწვიოს . ნუ დაამატებთ  ფოსფორს ნიადაგში, სადაც ნიადაგის ანალიზის მიხედვით მასში ფოსფორის საშალო ან მაღალი შემცველობაა.

კ ა ლ ი უ მ ი (K)

აზოტისა და კალიუმის ბალანსი ძლიერ  გავლენას ახდენს  ხეხილში  წითელი ფერის განვითარებაზე. კანისა და რბილობის  სასურველი ფერი ატმის  ფოთლებში აზოტის შედარებით დაბალ და კალიუმის მაღალ დონეს უკავშირდება. როგორც ხე , ასევე სანაყოფე კვირტები, ყინვისადმი უფრო  რეზისტენტული არიან, როდესაც კალიუმის სათანადო დონეა შენარჩუნებული. ატმის ხეების მიერ ნიადაგიდან  ელემენტების შთანთქმისას  კალიუმი  კონკურენციას უწევს  მაგნიუმს და კალციუმს. ერთ-ერთი მათგანის ჭარბი დონე  ხშირად იწვევს  სხვების დეფიციტს. კალიუმი  იოლად   ირეცხება  და შეიძლება  გარკვეული ტიპის ნიადაგების  ქვედა ფენაში დაგროვდეს. შედარებით მძიმე ნიადაგებში  დაღმავალი მოძრაობა მინიმალურია. წლის განმავლობაში  ჰექტარზე 65-90 კგ K2O  დამატება  კალიუმის  ოპტიმალურ დონეს  შეინარჩუნებს.

კ ა ლ ი უ მ ი ს   დ ე ფ ი ც ი ტ ი ს    ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

კალიუმის დეფიციტის მქონე ატმის ხეებს  უვითარდებათ  ღია მწვანე ან ღია ყვითელი ფოთლები, რომელიც  შიგნით ეხვევიან. მნიშვნელოვანი დეფიციტისას  ფოთლის წვერებისა და კიდეების ნეკროზი იწყება, რასაც მოსდევს  ფოთლის დახვევა, ამასთან ფერხდება სანაყოფე კვირტების განვითარება.

ჭ ა რ ბ ი  კ ა ლ ი უ მ ი

ატმის ხეებს შეუძლიათ აიტანონ ჭარბი კალიუმი   ხის პროდუქტიულობაზე  ან ზრდაზე  რაიმე  აშკარა  ზემოქმედების გარეშე.

კ ა ლ ც ი უ მ ი (Ca )

კალციუმი ხელს უწყობს  ფესვის ზრდისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი  ნიადაგის სტრუქტურის ჩამოყალიბებას.  ნიადაგის კომპლექსში  ნატრიუმი  კონკურენციას უწევს  კალციუმს, ამიტომ უნადა შევარჩიოთ ისეთ სასუქი რომელიც  ნატრიუმს არ შეიცავს.

კ ა ლ ც ი უ მ ი ს  დ ე ფ ი ც ი ტ ი

კალციუმის დეფიციტის კორექცია ჩვეულებრივად, ხორციელდება  კირით, თუ ნიადაგის pH  დაბალია. თუ ნიადაგის pH სათანადო დონეზეა (6,5 ინტერვალში), მაგრამ ფოთლებში კალციუმის დონე კვლავ დაბალია  შეიძლება  გიფსის  Ca SO4. 2 ( H2O)   ან კალციუმის სულფატის გამოყენება.

მ ა გ ნ ი უ მ ი (Mg)

ქსოვილში  აზოტის დიდი  რაოდენობა  მაგნიუმის  შემცველობის  მაღალ დონეს უკავშირდება. ხეების მიერ ელემენტების შთანთქმის პროცესში  კალციუმი და კალიუმი  მცენარის მიერ მისი ათვისების თვალსაზრისით  კონკურენციას უწევენ  მაგნიუმს.

 მ ა გ ნ ი უ მ ი ს  დ ე ფ ი ც ი ტ ი ს  ს ი მ პ რ ო მ ე ბ ი

კენწეროსთან   ახლოს მდებარე  ფოთლებში შეინიშნება   მსუბუქი  ქლოროზი, ხოლო უფრო ხნიერ ფოთლებში წყლით გაჟღენთილი ლაქები ჩნდება, რომელიც ფერს იცვლის გადადის   ღია მწვანეში, შემდეგ იღებს ყავისფერ შეფერილობას, რის  შედეგადაც  ფოთლები ცვივა. სანაყოფე კვირტების რაოდენობა მცირდება. დეფიციტის კორექცია ხორციელდება დოლომიტის ან მაგნიუმის სულფატის გამოყენებით.

თ უ თ ი ა ( Zn)

 ფოსფორის  ჭარბ რაოდენობას და აზოტის  მაღალი  დონე ხელს უწყობს თუთიის დეფიციტს, მისი დეფიციტის სიმპტომებია  ქლოროზი, აჭრელებული, ვიწრო და დახვეული ფოთოლი. ფოთლის ანალიზით თუთიის  დეფიციტის აღმოსაფხვრელად  ეფექტური საშუალებაა   ფოთლიდან  თუთიის სულფატის გამოყენება.

ბ ო რ ი (B)

იგი ძირითადი საკვები ნივთიერებაა  ყვავილობისა და მსხმოიარობის  ეტაპზე, უზრუნველყოფს ნაყოფის ხარისხს, იგი ზრდის ყვავილების, დამტვერვისა და  ხეხილის რაოდენობას. ამცირებს ნაყოფზე ნაპრალებისა და ჩაზნექილობების წარმოქნმას. მისი დეფიციტის ნიშნებია – ფოთლის ზომა შემცირებულია,  ძარღვებს შორის ვითარდება ნეკროზი, ტოტები ხმება. დეფიციტის კორექცია  შესაძლებელია ფოთლიდან ბორის შეტანით.

რ კ ი ნ ა ( Fe)

რკინა თითქმის ყველა ცოცხალი  ორგანიზმისათვის  აუცილებელ მიკროელემენტს  წარმოადგენს, რადგან მნიშვნელოვან როლს  თამაშობს მეტაბოლურ  პროცესებში. მონაწილეობს ფოტოსინთეზში. მისი დეფიციტის დროს  ფოთოლებში ძარღვთა შორის ვითარდება ქლოროზი. რკინის დეფიციტის ხელშემწყობი  ფაქტორებია მაღალი  pH ( 7,0-ზე მეტი), ნიადაგის ჭარბი ტენიანობა, მჟავე ნიადაგებში Zn  და Cu  მაღალი კონცენტრაცია, ნიადაგის უაღრესად მაღალია ან დაბალი ტემპერატურა, ცუდი დრენაჟი( ჟანგბადის დეფიციტი).

მ ა ნ გ ა ნ უ მ ი (Mn)

იგი ცილების ფორმირების პროცესის კატალიზატორია. ასევე აწარმოებს C ვიტამინის სინთეზს. მისი დეფიციტისას  ფოთლები ფერმკრთალი ხდება  ძარღვთაშორის მოყვითალო – მწვანე. ეს უფრო თვალსაჩინოა ახალგაზრდა ფოთლებზე. დეფიციტის  კორექცია შესაძლებელია ფოთლიდან მანგანუმის   სულფატის  შეტანით.

ს პ ი ლ ე ნ ძ ი (Cu)

მონაწილეობს  მცენარის მეტაბოლიზმში  და ხშირად  რკინის  დამხმარე  ფუნქცია   აკისრია. ეს ელემენტი  მნიშვნელოვან როლს  ასრულებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. მოქმედებს როგორც  ქლოროფილის სტაბილიზატორი მცენარეში. სპილენძის დეფიციტის დროს  უჩვეულო მუქი მწვანე  ფერი თანდათან გადადის  მოყვითალო-მწვანე ფერში , დეფორმირებული  წვეროები და ვიწრო ფოთლები ყალიბდება; ტოტების  ბოლოები ხმება. სპილენძის დეფიციტი ყველაზე ხშირად  აზოტის მნიშვნელოვანი რაოდენობით  განოყიერებულ  ტუტე  ქვიშიან  ნიადაგებში ფიქსირდება. კორექცია შესაძლებელია  სპილენძის სულფატით.

 რეკომენდაცია კახეთში ატმის კვებაზე, იმ სასუქებით  რაც ბევრ ფერმერს გვაქვს ხელთ: N P K -8-20-30 და აზოტიანი სასუქი  ამონიუმის გვარჯილა .

ატმის საშუალო მოსავალი 20ტ/ჰ. ნიადაგის pH-7,7.

1.  შემოდგომაზე ნიადაგში ღრმად ჩაკეთებით შეიტანება ფიზიკური წონით 400კგ/ჰ – N P K -8-20-30.

 ამით ნიადაგში  შევა:

N-32კგ

P-80 კგ

K-120 კგ

ფოსფორი- ფესვების განვითარებისათვის.

კალიუმი-ყინვაგამძლეობისა და შემდეგი წლის ნაყოფის ხარისხისათვის.

2. გაზაფხულზე  ყვავილობამდე 4-6 კვირით ადრე  შეიტანება აზოტიანი სასუქი ამონიუმის გვარჯილა ( 34,4% N). მისი შესატანი რაოდენობაა ფიზიკური წონით 140კგ/ჰა

აზოტი გამოდის 80 კგ/ჰა( შემოდგომა + გაზაფხული).

თუ გექნებათ ნიადაგის ან ფოთლის ანალიზი ( მაის-ივნისში) ეს თავიდან აგაცილებთ  ზედმეტი აზოტის შეტანას, არ გადავაჭარბოთ ზედმეტი აზოტი  ამცირებს შაქარს და ზრდის დაავადებების  რისკს.

3. სასურველია  ფოთლიდან კვებაში  რამდენჯერმე  მიკროელემენტების კომპლექსის   გამოყენება:

კალციუმი(Ca )-განსაკუთრებით საჭიროა  ნაყოფის ზრდის პერიოდში .

მაგნიუმი(Mg)-ფოტოსინთეზისათვის.

ბორი(B)- ყვავილობისათვის, ნაყოფის შენარჩუნება.

თუთია (Zn)- ზრდა, ფოთლის ფორმა.

რკინა(Fe)- ქლოროზის პრევენცია.

მანგანუმი(Mn)- ფერმენტული პროცესები.