„რუსთავის აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ და კომპანიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე კომპანიის ყველა საამქროსა და საწარმოში მომუშავე ქალბატონს.
ეს იყო კარგი შესაძლებლობა ერთად აღგვენიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და გამოგვეხატა მადლიერება იმ პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და მაღალი სტანდარტისთვის, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი ქალები ყოველდღიურად ამკვიდრებენ საერთო საქმეში.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას „რუსთავის აზოტი ინდორამას“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას.