„რუსთავის აზოტი ინდორამამ“ მონაწილეობა მიიღო საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმში, რომელიც წინანდალში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სამივე ქვეყნის 300-მდე მსხვილი კომპანია.
სამმხრივი ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისა და კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებისთვის.