საქართველოში ფერმერი ქალების გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რუსთავის აზოტ ინდორამასა და ფერმერ ქალთა ასოციაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია ფერმერი ქალების მხარდაჭერა, მათი ჩართულობის გაზრდა და სოფლის მეურნეობის სექტორში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.