გარემოს მართვის პოლიტიკა
სს “რუსთავის აზოტი” სამხრეთ კავკასიაში სამრეწველო ქიმიური და მინერალური სასუქების წამყვანი მწარმოებელია. სს “რუსთავის აზოტი” მოწოდებულია მიაღწიოს სრულყოფილებას წარმოებაში და გაყიდვებში, სათანადო ვალდებულებით გარემოს დაცვის მიმართაც.
მოწოდებულია დაიცვას შესაბამისი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა თუ რეგულაციები და ამავდროულად მიისწრაფვის გაუმჯობესებისკენ, რაც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირებას და დაბინძურების პრევენციას.
სს “რუსთავის აზოტი” მოწოდებულია საკუთარ საქმიანობაში გარემოზე ზრუნვით მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას ორგანიზაციის მიზნებისა და საქმიანობის კონტექსტის შესაბამისად.
უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები
სს “რუსთავის აზოტის” უმაღლესი მენეჯმენტი:
- უზრუნველყოფს იყოს მაგალითი გარემოს დაცვის სისტემის დანერგვასა და მართვაში;
- უზრუნველყოფს სათანადო ფინანსურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
- უზრუნველყოფს ადეკვატურ ფინანსურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს პოლიტიკის მიზნების შესასრულებლად;
- უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სისტემის შესაბამისობას კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებთან;
- უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სისტემისა და პოლიტიკის პერიოდულ გადახედვას, გარემოს დაცვითი სისტემისა და პოლიტიკის ეფექტურობისა და კომპანიის საქმიანობასთან შესაბამისობისათვის;
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:
- საწარმოების ეფექტური ექსპლუატაცია და მართვა ისეთი გარემოსდაცვითი სისტემის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება ISO 14001-2015-ისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარემოს და სოციალური დაცვის საერთაშორისო პრინციპებს;
- გარემოს დაცვა დაბინძურების თავიდან აცილებით, რესურსების დაზოგვის, ნარჩენებისა და ემისიების შემცირებით;
- გარემოსდაცვითი სისტემისა და გარემოსდაცვითი ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება, გაზომვადი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისა და შესრულების მეშვეობით;
- გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღებასა და საწარმოს ოპერაციებში;
- დასაქმებულების, კონტრაქტორებისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებში და პასუხისმგებლობის ამაღლება.
- გარემოს დაცვის პოლიტიკის გაცნობა ყველა დასაქმებულისა და სხვა დაინტერესებული მხარისათვის;
სს”რუსთავის აზოტი”
ხელმოწერილია
გენერალური დირექტორის
ჯეი პრაკაშ ჯაჯუს მიერ
თარიღი: 06/27/2025
შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა
სს რუსთავის აზოტი, როგორც სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების წამყვანი მწარმოებელი სამხრეთ კავკასიაში, ვალდებულია უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის, კონტრაქტორის, ვიზიტორისა და დაინტერესებული მხარის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემის და ანგარიშვალდებულების დანერგვის გზით.
კომპანიაში მიჩნეულია, რომ ყველა ტრავმის, პროფესიული დაავადების და ინციდენტის პრევენცია შესაძლებელია. კომპანია მოწოდებულია იყოს ლიდერი შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სფეროში.
კომპანია უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვას.
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:
- უზრუნველყოს საკუთარი ობიექტების ოპერირება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ისეთი სისტემის დაანერგვით რომელიც ეფუძნება ISO 45001:2018-ს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარემოსა და სოციალური დაცვის საერთაშორისო პრინციპებს;
- სამსახურთან დაკავშირებული ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, შეფასებისა და კონტროლის გზით და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფით;
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება უსაფრთხოების გაზომვადი მიზნებისა და ამ მიზნების შესრულების მაჩვენებლების შემუშავებისა და გადახედვის გზით;
- უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულების და აქტიური მონაწილეობის კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ორგანიზაციის მართვის ყველა დონეზე;
- სათანადო ტრენინგების, რესურსებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა ყველა დასაქმებულმა შეძლოს სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულება;
- შრომის ისეთი სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც შესაბამისი ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით ამცირებს საფრთხეებს ან მინიმუმამდე დაჰყავს თანმდევი რისკები;
- საჭირო ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების უზრუნველყოფა სამუშაოს უსაფრთხოდ შესასრულებლად და აქტივების მთლიანობის უზრუნველსაყოფად;
- სამუშაო პროცედურებისა და პრაქტიკის პერიოდული აუდიტის განხორციელება, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურობის მონიტორინგი და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- ინციდენტების, მათ შორის მსგავს ინდუსტრიებში მომხდარი ინციდენტების კვლევა და კვლევიდან მიღებული ცოდნის გაზიარება თანამშრომლებისთვის მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;
- კონსულტაციები დასაქმებულებისა და მათი წარმომადგენლებისთვის და მათი მონაწილეობა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
- შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაცნობა ყველა დასაქმებულისათვის და მისი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული მხარეებისთვის.
მენეჯმენტის ვალდებულებები
სს “რუსთავის აზოტის” მენეჯმენტი:
- უზრუნველყოფს იყოს მაგალითი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ძლიერი კულტურის დანერგვაში;
- უზრუნველყოფს საჭირო ფინანსურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემის გამართული მუშაობისთვის;
- უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპების ინტეგრირებას ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებში;
- უზრუნველყოფს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და სისტემის პერიოდულ გადახედვას, მისი ეფექტურობისა კომპანიის საქმიანობასთან შესაბამისობისთვის;
- უზრუნველყოფს გააცნოს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი დასაქმებულებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
სს”რუსთავის აზოტი”
ხელმოწერილია
გენერალური დირექტორის
ჯეი პრაკაშ ჯაჯუს მიერ
თარიღი: 06/27/2025
ხარისხის მართვის პოლიტიკა
სს”რუსთავის აზოტი, სამხრეთ კავკასიის სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების წამყვანი მწარმოებელი, მოწოდებულია საქმიანობის ყველა ასპექტში მუდმივი გაუმჯობესებისა და ინოვაციის გზით უზრუნველყოს ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც აკმაყოფილებს ან აღემატება მომხმარებლის მოლოდინებს.
კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი ხარისხის სტანდარტებისა და მოქმედი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვას, ორგანიზაციის მიზნებისა და სტრატეგიის შესაბამისად.
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:
- წარმოებისა და მომსახურების მართვა ISO 9001:2015-ზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად;
- პროდუქტის ხარისხის, საიმედოობისა და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა ხარისხის კონტროლისა და რისკებზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით.
- ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, შიდა აუდიტის, შესრულების შეფასებისა და უკუკავშირის მექანიზმების მეშვეობით.
- ხარისხის გაზომვადი მიზნების დადგენა, რომლებიც რეგულარულად განიხილება და განახლდება მუდმივი გაუმჯობესებისა და სტრატეგიული მიზნების მხარდასაჭერად.
- ხარისხის მართვის პრინციპების ინტეგრირება საქმიანობის ყველა მიმართულებაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და მოქმედებების დაგეგმვაში.
- ჩვენი დასაქამებულებისა და პარტნიორების ჩართულობა, სწავლება და გაძლიერება, ხარისხის, ანგარიშვალდებულებისა და მუდმივი სწავლის კულტურის ხელშეწყობის მიზნით.
მენეჯმენტის ვალდებულებები
სს „რუსთავის აზოტის მენეჯმენტი”:
- უზრუნველყოფს იყოს მაგალითი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვასა და მის გამართულ ოპერირებაში;
- უზრუნველყოფს საკმარის ფინანსურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს ხარისხის მართვის სისტემის გამართული მუშაობის მხარდასაჭერად;
- უზრუნველყოფს ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობას კომპანიის გრძელვადიან ხედვასა და სტრატეგიასთან;
- უზრუნველყოფს ხარისხის მართვის სისტემისა და პოლიტიკის პერიოდულ გადახედვასა და განახლებას, რათა უზრუნველყოს მათი ვარგისიანობისა და ეფექტურობის შესანარჩუნებლად;
- უზრუნველყოფს სრულყოფილებაზე, გამჭვირვალობაზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე დამყარებული ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, ეფექტური და შეთანხმებული მუშაობით, გუნდური სულისკვეთების საფუძველზე;
- უზრუნველყოფს ხარისხის მართვის პოლიტიკის გაცნობას დასაქამებულებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
სს”რუსთავის აზოტი”
ხელმოწერილია
გენერალური დირექტორის
ჯეი პრაკაშ ჯაჯუს მიერ
თარიღი: 06/27/2025
სოციალური პოლიტიკა
სს “რუსთავის აზოტი” მოწოდებულია იმოქმედოს სოციალური პასუხისმგებლობით, ეთიკისა და გამჭვირვალობის დაცვით, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, ხელი შეუწყოს შრომის სამართლიანობას, წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში.
სს „რუსთავის აზოტის” საქმიანობა და სტრატეგია შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის UN UNUN Global Compact-ისა და ISOO 26000-ს.
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:
- საქმიანობის განხორციელება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებთან, ადამიანის უფლებათა კონვენციებთან, შრომისა და გარემოს დაცვის მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში;
- უსაფრთხო, სამართლიანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით დასაქმებულების, კონტრაქტორისა და იმ ადამიანთა ჯგუფების უფლებებისა და კეთილდღეობის პატივისცემა და ხელშეწყობა, რომლებზეც გავლენა აქვს ორგანიზაციის საქმიანობას ან უშუალოდ არიან ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობაში;
- დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობების ან წარმოშობის მიუხედავად და დისკრიმინაციის, შევიწროებისა თუ ექსპლუატაციის ნებისმიერი ფორმისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა რომლებიც ხელს უწყობენ განათლებას, ჯანდაცვას, გარემოსდაცვით ცნობიერების ამაღლებას და ზოგად კეთილდღეობას იმ თემებში, რომლებზეც გავლენა აქვს ორგანიზაციის საქმიანობას;
- ეთიკური ქცევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტების დაცვა ნულოვანი ტოლერანტობით კორუფციის, მოსყიდვის ან სხვაგვარი არაეთიკური ქცევის მიმართ;
- სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრაცია საქმიანობის სტრატეგიაში და ორგანიზაციული პრაქტიკის, პოლიტიკისა და ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება, საქმიანობის რეგულარული გადახედვის, დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირისა და შეფასებების მეშვეობით.
მენეჯმენტის ვალდებულებები:
სს “რუსთავის აზოტის” უმაღლესი მენეჯმენტი:
- უზრუნველყოფს იყოს თვალსაჩინო ლიდერი სოციალური პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში;
- უზრუნველყოფს საკმარისი რესურსების გამოყოფას ამ პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებისა და მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის;
- უზრუნველყოფს სოციალური პოლიტიკის რეგულარულ გადახედვასა და განახლებას, დაინტერესებული მხარეების მოლოდინებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის;
- უზრუნველყოფს პოლიტიკის საჯაროობასა და გაცნობას ყველა დასაქმებულისა თუ დაინტერესებული მხარისათვის;
- უზრუნველყოფს სრულყოფილებაზე, გამჭვირვალობაზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე დამყარებული ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, ეფექტური და შეთანხმებული მუშაობით, გუნდური სულისკვეთების საფუძველზე;
- უზრუნველყოფს სოციალური პოლიტიკის გაცნობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის;
სს”რუსთავის აზოტი”
ხელმოწერილია
გენერალური დირექტორის
ჯეი პრაკაშ ჯაჯუს მიერ
თარიღი: 06/27/2025