„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ტრენერების მომზადების პროგრამა ჩატარდა, რაც ჩვენსა და „სიქას“ (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) შორის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის პირველ ეტაპს წარმოადგენს.
ტრენერების ტრენინგი დელავერის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ბრილიანტის გამოწვევა (Diamond Challenge 2025)“ ნაწილია. საბოლოო ჯამში, პროგრამა მიზნად ისახავს ქალაქ რუსთავის სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გაძლიერებას და მათ ჩართვას ინოვაციურ საგანმანათლებლო პროცესებში.
ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა და მენტორებმა, რომლებიც დაგეგმილი 2-დღიანი ჰაკათონის დროს მოსწავლეებს გაუწევენ დახმარებას პროექტების მომზადებასა და იდეების განვითარებაში. ჰაკათონი ისევ „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ტერიტორიაზე გაიმართება.
განათლება და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ „სიქასთან“ თანამშრომლობით დავიწყეთ ისეთი აქტივობების განხორციელება, რაც რუსთაველ ახალგაზრდებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს.