15–17 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ გუნდისთვის ლიდერობის ტრეინინგ პროგრამა ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ ჯაიარამ ფილკანა — კორპორაცია „ინდორამას“ ადამიანური რესურსების დირექტორი, სნეჰლატა სინგჰი — კორპორაციის გლობალური სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი, და ნინო ბერუაშვილი — ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი და ICF-PCC სერტიფიცირებული ქოუჩი.
ტრეინინგის მიზანს წარმოადგენდა კომპანიაში ლიდერობის უნარ-ჩვევების კიდევ უფრო განვითარება, გუნდური თანამშრომლობისა და პროფესიული ურთიერთობების განმტკიცება — იმისთვის, რომ მართვის კულტურა მეტად დაფუძნებული იყოს ხედვაზე, ემპათიასა და პასუხისმგებლობაზე.
დიდი მადლობა ტრენერებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ხოლო მონაწილეებს — ჩართულობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისადმი ერთგულებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *