8 ოქტომბერს, „კლინიკა რუსთავს“ ვეწვიეთ და საჩუქრად  ოთხი თანამედროვე ჰიდრავლიკური სტრეჩერი გადავეცით.
„რუსთავის აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, კლინიკის მენეჯმენტს გააცნო  კორპორაცია ინდორამას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა რუსთავში — ჯანდაცვის, განათლების, სპორტის და ადგილობრივი თემის მხარდაჭერის კუთხით.
ასევე, შეხვედრის დროს განვიხილეთ კლინიკასთან თანამშრომლობის არსებული გამოცდილება, მისი განვითარების შესაძლებლობები და დავგეგმეთ ერთობლივი ახალი პროექტები.
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *