ვაგრძელებთ რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან, რათა ხელი შევუწყოთ მოსავლიანობის ზრდას და ფერმერული მეურნეობების ეფექტიანობის ამაღლებას.
📍 ამჯერად, ჩვენი გუნდი ქვემო ქართლის რეგიონს, კერძოდ კი მარნეულს ეწვია.
ინდ. მეწარმე უჩა გულიაშვილის სავაჭრო ობიექტზე გამართული შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათთვის მიზნობრივი აგრო-კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა. დისკუსია შეეხო „რუსთავის აზოტი ინდორამას“ მინერალური სასუქების გამოყენების ოპტიმიზაციას, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობის ზრდასა და ფერმერული მეურნეობების რენტაბელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ ღია დიალოგი და ცოდნის გაზიარება წარმატებული და მდგრადი აგრობიზნესის საფუძველია.