სტუმრები გაეცნენ როგორც კომპანიაში ქალთა ჩართულობისა და გაძლიერების კუთხით მიმდინარე სამუშაოებს, ისე ფერმერი ქალების გამოწვევებს საქართველოში.
✅ ფერმერ ქალებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფერმერ ქალთა ასოციაციისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სირთულეების განხილვას, რომელთა წინაშეც დგანან ფერმერი ქალები საქმიანობის პროცესში, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს და საპასუხო ქმედებების განხორციელების აუცილებლობას.
✅ დამატებით, განხილული იქნა, თუ როგორ შეიძლება რუსთავის აზოტი ინდორამასა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობით ხელი შეეწყოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ქალებს — იქნება ეს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობების შექმნა, სპეციალური ტრენინგების ჩატარება თუ პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება.
👉 ჩვენთვის პრიორიტეტულია ფერმერ ქალთა გაძლიერება და ამ პროცესში ერთობლივი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.
#RustaviAzot #Indorama #ADB #WomenInAgriculture #WomenEmpowerment #ClimateAction #Sustainability #Georgia