გაცნობებთ, რომ „რუსთავის აზოტ ინდორამას“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD)  შორის ხელი მოეწერა 65 მილიონიან აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას, რაც წარმოადგენს ახალ სტრატეგიულ ინვესტიციას რუსთავის აზოტის გაფართოების და მოდერნიზაციისთვის.

კერძოდ, აშენება უახლესი სტანდარტების დაბალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის (LDAN) საწარმო და განხორციელდება არსებული საწარმოო ხაზების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.

აღნიშნული პარტნიორობა „რუსთავის აზოტ ინდორამას“ საშუალებას აძლევს გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასუქის წარმოების მოდერნიზაციისა და მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეამციროს ეკოლოგიური ნაკვალევი.

მადლობა EBRD-ს ნდობისა და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *