1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სპინინგით თევზჭერის და ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციების ორგანიზებით, რუსთავის მერიის მხარდაჭერითა და კორპორაცია ინდორამას წევრ სს რუსთავის აზოტი ინდორამას სპონსორობით – ბავშვებისთვის სპორტული თევზჭერის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 6-დან 14 წლამდე ასაკის 40-მა ბავშვმა.
ღონისძიება მიზანად ისახავდა ბავშვებში სპორტული თევზაობის – "დაიჭირე და გაუშვის" პრინციპით, გარემოზე ზრუნვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.