ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხეების დარგვა ქარხნის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი ახალი ნარგავი შეემატა საწარმოს – რაც მწვანე სივრცეების ეტაპობრივი გაფართოების გეგმის ნაწილია.
დაიდგა ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები, რაც ხელს უწყობს ნარჩენების სწორად გადარჩევას და ეკომეგობრული მიდგომების განმტკიცებას ქარხნის შიდა გარემოში.
კამპანიაში „გარემოზე ზრუნვა იწყება შენით“ მონაწილე თანამშრომლებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებით.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს ჩართულობისა და გარემოზე ზრუნვისათვის!