2025 წლის მაისის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. 15 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 4 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ციანმარილების წარმოებიდან შემოვიდა ერთდროულად 5 განცხადება, ყველა დაკმაყოფილდა: ერთ-ერთ მეაპარატეს გაეწია დახმარება 513 ლარის ოდენობით ატროფიული გასტრიტის და კოლიტის სამკურნალოდ, საწყობის მეაპარატეს გაეწია დახმარება 235 ლარის ოდენობით რბილი ქსოვილების სიმსივნის გამო, იგივე საამქროს შემფუთველს დავეხმარეთ 1279 ლარით დიდი ვენის რეზექციის თანადაფინანსებისათვის, კიდევ ერთ მეაპარატეს დავეხმარეთ 250 ლარით ლიმფედემის და წითელი ქარის სამკურნალოდ, მემანქანეს დავეხმარეთ 710 ლარით ცერებრული ანევრიზმის გამო. საქვაბის ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 509 ლარის ოდენობით კატარაქტის სამკურნალოდ, კიდურების ათეროსკლეროზის გამო დახმარება გაეწია ელშემკეთებელი საამქროს ელაირშემდუღებელს 100 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების მემანქანეს დავეხმარეთ 525 ლარით მენისკექტომიის შედეგად სახსარშიდა ინექციის დასაფინანსებლად, აზოტმჟავის ზეინკალ-შემკეთებელს გაეწია დახმარება 257 ლარის ოდენობით დიაბეტის სამკურნალოდ, მიტრალური სარქველის ნაკლოვანების გამო ჩატარებული ოპერაციის თანადაფინანსებისათვის დავეხმარეთ 3000 ლარით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს, საბაჟო განყოფილების მენეჯერს გაეწია დახმარება 1467 ლარის ოდენობით ჰისტერექტომიის ჩასატარებლად, ეკონომიკის სამმართველოს ეკონომისტს დავეხმარეთ 640 ლარით არატოქსიკური კვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 286 ლარის ოდენობით თირკმელზედა ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთს 1774 ლარის ოდენობით დეფიბრილატორის ოპერაციული ჩაყენების გამო, ხოლო მეორეს 655 ლარის ოდენობით მოტეხილი ლავიწის ძვლის სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ასევე გვარჯილის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ მეუღლის მხრის რბილი ქსოვილების სიმსივნის გამო დავეხმარეთ 1490 ლარის ოდენობით, ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომელს დავეხმარეთ 1813 ლარით მეუღლის პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, კ/ლაქტამის გადატვირთვის ოსტატს გაეწია დახმარება თავის ტვინის ანევრიზმის გამო 1190 ლარის ოდენობით, საშვების განყოფილების კონტროლიორს გაეწია დახმარება 2400 ლარის ოდენობით.