2025 წლის აპრილის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 20 განცხადება. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 7 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ციანმარილების მეაპარატეს დავეხმარეთ 153 ლარით ეპილეფსიური სინდრომის სიმპტომების შესამსუბუქებლად, სიცივის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით ინტრასფინქტერული აბსცესის სამკურნალოდ, ორთქლმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1634 ლარის ოდენობით ჰიპოთირეოზის და ვენური უკმარისობის სამკურნალოდ, იგივე საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 542 ლარის ოდენობით პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, მსშს-ს უბნის უფროსს გაეწია დახმარება 320 ლარის ოდენობით მენჯის სახსრის ენდოპროტეზირებისათვის, იგივე საამქროს ზეინკალს კატარაქტის ოპერაციისათვის გაეწია დახმარება 212 ლარის ოდენობით, ტომრების საამქროს ორ თანამშრომელს დავეხმარეთ, ერთს 607 ლარით ენდომეტრიოზის ჰიპერპლაზიის გამო, მეორეს კი 591 ლარით მკერდის რეზექციის გამო, 90 ლარით დავეხმარეთ სსსს-ს მშენებელს, რომელმაც ამოიკვეთა საეჭვო პაპილომა, 308 ლარიანი დახმარება გაეწია ჟანგბადის წარმოების ზეინკალს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციის მკურნალობისათვის, 1995 ლარით დავეხმარეთ ავტოსატრანსპორტო საამქროს მრეცხავს ხერხემლის თიაქარის ოპერაციისათვის, კ/ლაქტამის ზეინკალს დავეხმარეთ 206 ლარით მენჯის და კოჭწვივის იოგების სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება კატარაქტის ოპერაციის გამო 565 ლარის ოდენობით.

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ასევე გვარჯილის საამქროს მეაპარატეს დავეხმარეთ 3000 ლარით მეუღლის გულის მწვავე უკმარისობის გამო ჩადგმული დეფიბრილატორის დასაფინანსებლად, აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს შვილის მიოპიის და ასტიგმატიზმის ოპერაციული მკურნალობისათვის თანადაუფინანსეთ 2804 ლარი, კანცელარიის ინსპექტორს გაეწია 441 ლარის დახმარება შვილის ჰემოროიდექტომიის გამო, სახანძრო სამსახურის მეხანძრეს გაეწია დახმარება 238 ლარის ოდენობით მეუღლის ცერებრული ანევრიზმის სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 410 ლარის ოდენობით შვილის ლიპომის ოპერაციული ამოკვეთისათვის, მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 563 ლარით დედის მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებისათვის, რკინიგზის საამქროს მრეცხავს გაეწია 567 ლარიანი დახმარება მეუღლის ფარისებრი სიმსივნის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *