2025 წლის თებერვლის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 7 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: საქვაბის საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 2469 ლარის ოდენობით საყოფაცხოვრებო ტრავმის შედეგად მიღებული მყესის გაგლეჯის გამო საოპერაციო ხარჯების ასანაზღურებლად, ამიაკის წარმოების მეაპარატეს დისკის თიაქარის გამო ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის ასანაზღაურებლადაც გაეწია დახმარება 2547 ლარის ოდენობით, ელექტრო შემკეთებელი საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 350 ლარის ოდენობით სახსარშიდა ინექციის გასაკეთებლად, აზოტმჟავის საამქროს დამლაგებელს დავეხმარეთ 120 ლარით გაგლეჯილი ჭრილობის ნაკერების სამკურნალოდ, აზოტმჟავის საამქროს ცვლის უფროსს სპინალური არხების დეკომპრესიის თანადაფინანსებისათვის გავუწიეთ დახმარება 1780 ლარის ოდენობით, საწყობის თანამშრომელს ჰემოროიდექტომიისათვის დავეხმარეთ 455 ლარით, ელექტრომომარაგების საამქროს 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება:, ერთ-ერთს ინსულტის და მის შედეგად მიღებული ქალა ფუძის მოტეხილობის სამკურნალოდ დავეხმარეთ 663 ლარით, ხოლო მეორეს ცხვირის ძგიდის ოპერაციული მკურნალობისათვის დავეხმარეთ 283 ლარით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს შემდუღებელს გაეწია დახმარება 722 ლარის ოდენობით ფილტვის ადენოკარცინომის კვლევებისათვის, იგივე საამქროს უფროსის მოადგილეს კოლიტის და ჰემოროის სამკურნალოდ გავუწიეთ დახმარება 157 ლარის ოდენობით.
რაც ეხება ოჯახის წევრების გამო მომართვიანობას, ფონდი დაეხმარა შემდეგ თანამშრომლებს: ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომელს მეუღლის არიტმიის და ტოქსიკური ჩიყვის სამკურნალოდ დავეხმარეთ 722 ლარით, საქვაბის საამქროს მეაპარატეს მეუღლის მუხლის სინოვიტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1907 ლარით, გვარჯილის საამქროს უფროსის მოადგილეს გაეწია დახმარება 1350 ლარის ოდენობით ქალიშვილის ყბის ძვლის სამკურნალოდ, სტამბის ამკინძავს მეუღლის ფარისებრის კიბოს გამო გავუწიეთ დახმარება 1087 ლარის ოდენობით, ანტიკოროზიის საამქროს დეფექტოსკოპისტს მეუღლის კვანძოვანი ჩიყვის და დიაბეტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით, ციანმარილების სსხ და ა-ს უბნის უფროსს გაეწია დახმარება 328 ლარის ოდენობით ქალიშვილის კოლაფსის და სინკოპეს ეპიზოდების კვლევისათვის, რკინიგზის საამქროს მრეცხავს შვილიშვილის არტერიო-ვენური მალფორმაციის გამო, რომელიც საქართველოში არ იკურნება, დავეხმარეთ მაქსიმალური თანხით – 3000 ლარით.