2024 წლის ნოემბრის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 6 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: საქვაბის მემანქანეს გაეწია დახმარება 455 ლარის ოდენობით თირკმლის სამკურნალოდ, მსშს-ს ზეინკალს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით სპინალური სტენოზის ოპერაციული მკურნალობისთვის, იგივე საამქროს მეორე ზეინკალს გაეწია დახმარება 320 ლარის ოდენობით კიდურების ათეროსკლეროზის გამო, ორთქლმომარაგების საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 775 ლარის ოდენობით მწვავე სტენოკარდიული შეტევის სამკურნალოდ, ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით დიაბეტის გამო გამოწვეული ფეხის თითის ამპუტაციის თანადაფინანსებისათვის, აირმაშველი სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 298 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების მემანქანეს გაეწია დახმარება 633 ლარის ოდენობით მენისკექტომიის ჩასატარებლად, სამშენებლო საამქროს თანამშრომელს გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 235 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 1331 ლარით წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამო.
რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გამო გაწეულ დახმარებებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
გვარჯილის საამქროს თანამშრომელს ქალიშვილის დიაფრაგმული თიაქარის ლაპარასკოპიული ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს მამის ჩირქოვანი პერიტონიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 631 ლარის ოდენობით, ტომრების საამქროს თანამშრომელს შვილის მიოპიის გამო გაეწია დახმარება 2379 ლარის ოდენობით, საწყობის თანამშრომელს ქალიშვილის ჰემოროიდექტომიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 481 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს შვილის თავის ქალის ტრავმის გამო ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს მეუღლის ღვიძლის ფიბროზის და მუცლის ასციტის გამო გავუწიეთ დახმარება 1700 ლარის ოდენობით.