2024 წლის ოქტომბრის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 7 განცხადება. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 1 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ავტოსატრანსპორტო საამქროს მრეცხავს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით თვალის ინექციის ასანაზღაურებლად, აზოტმჟავის მეაპარატეს გაეწია დახმარება 378 ლარის ოდენობით მუხლის სახსრის პროტეზირებისათვის, წყალმომარაგების საამქროს მემანქანეს დავეხმარეთ 970 ლარით ქუსლის ძვლის სინოვიტის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 1217 ლარის ოდენობითხერხემლის დისკექტომიის ჩასატარებლად, 1500 ლარი დავეხმარეთ ციანმარილების წარმოების მეაპარატეს ასევე დისკექტომიის გამო კისრის არეში, საპროექტო განყოფილების ინჟინერს გაეწია დახმარება 350 ლარის ოდენობით საშვილოსნოს პოლიპის სამკურნალოდ,
რაც ეხება ოჯახის წევრებს, 1 განცხადება იყო შემოსული და იგი ეხებოდა 72 წლის ციანმარილების ოსტატის დედას, რომელსაც დადგენილი აქვს დიფუზური მასტოპათია და გაეწია დახმარება 355 ლარის ოდენობით.