2024 წლის სექტემბრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 4 განცხადება. 2 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 2 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: გვარჯილის საამქროს მტვირთავს გაეწია დახმარება 1044 ლარის ოდენობით ჰემოროიდექტომიის სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით

ოჯახის წევრებზე დახმარება გადანაწილდა შემდეგი სახით: ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს 2 წლის შვილის აუტისტური აშლილობის თერაპიისათვის გაეწია დახმარება 2990 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრეს მეუღლის ცერებრული ანევრიზმის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 450 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *