2024 წლის ივლისის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 6 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სსხ და ა-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1577 ლარის ოდენობით ფეხის შეუხორცებელი ჭრილობის განმეორებით ოპერაციული მკურნალობისათვის, ორთქლის საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 536 ლარის ოდენობით წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისათვის, აირმაშველი საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1118 ლარის ოდენობით არითმიის სამკურნალოდ, სარემონტო-მექანიკური საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 2145 ლარის ოდენობით კორონარული ანგიოპლასტიკის და სტენტირების ჩასატარებლად, იგივე საამქროს აირმჭრელს გაეწია დახმარება 592 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 544 ლარის ოდენობით ჭიპის თიაქარის ოპერაციული მკურნალობისათვის, ტექნიკური სამმართველოს თარჯიმანს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით მენჯის ენდოპროტეზირების ჩასატარებლად, აირმაშველიო სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 303 ლარის ოდენობით რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, სამედიცინო სამსახურის ექთანს გაეწია დახმარება 350 ლარის ოდენობით ანაერობული ბაქტერიით გამოწვეული სეფსისის სამკურნალოდ, ელშემკეთებელი საამქროს დამლაგებელს განმეორებით გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით თავის ტვინის ინფარქტის სამკურნალოდ,
რაც ეხება ოჯახის წევრებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: სიცივის საამქროს მეხელსაწყოეს გაეწია დახმარება 1195 ლარის ოდენობით დედის მენჯის ენდოპროტეზირებისათვის, კანცელარიის მდივან-თანაშემწეს გაეწია დახმარება დედის კორონაროგრაფიისა და ანგიოპლასტიკის ჩასატარებლად 860 ლარის ოდენობით,
ტომრების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1863 ლარის ოდენობით მეუღლის ფილტვის სიმსივნის სამკურნალოდ, სსსს-ს საამქროს დურგალს გაეწია დახმარება 1494 ლარის ოდენობით მამის ღვიძლის ნაკეცის ჰემიკოლექტომიის გამო, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 427 ლარის ოდენობით ქალიშვილის ცხვირის გამრუდების გამო მისი ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად, კაპროლაქტამის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1420 ლარის ოდენობით დედის საკვერცხის კიბოს გამო,