2024 წლის ივნისის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. 17 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 4 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: კაპროლაქტამის მტვირთავს გაეწია დახმარება 655 ლარის ოდენობით ხელის ფიბრომატოზის სამკურნალოდ, ეკონომიკური სამმართველოს ეკონომისტს გაეწია დახმარება 2729 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, კ/ლაქტამის მეაპარატეს დავეხმარეთ 620 ლარის ოდენობით შუა ყურის მწვავე ანთების სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 210 ლარის ოდენობით ტონზილექტომიის ჩასატარებლად, ასევე ციანების შემფუთველს გაეწია დახმარება 336 ლარის ოდენობით იდაყვიდან ოსტეოფიტის ამოკვეთის გამო, ელექტრო-შემკეთებელი საამქროს დამლაგებელს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით ტვინის ინფარქტის გამო, საქვაბე-ორთქლმომარაგების საამქროს მორიგე ელზეინკალს გაეწია დახმარება 80 ლარის ოდენობით კატარაქტის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, სსხ და ა-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1423 ლარის ოდენობით გაგლეჯილი აქილევსის მყესის ოპერაციული მკურნალობისათვის, საშვების განყოფილების კონტროლიორს გაეწია დახმარება 1103 ლარის ოდენობით დერმატოფიბროსარკომის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების ლაბორანტს გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით ფეხის თითების ამპუტაციის გამო, ტომრების საამქროს მკერავს გაეწია დახმარება 303 ლარის ოდენობით ეროზიის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს დამლაგებელს გაეწია დახმარება 425 ლარის ოდენობით ფიბროადენომატოზის სექტორალური რეზექციის ჩასატარებლად, ორთქლმომარაგების საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 282 ლარის ოდენობით ფილტვის სიმსივნის გამო, რკინიგზის საამქროს დისპეტჩერს გაეწია დახმარება 280 ლარის ოდენობით ჰიდროცელეს სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ჟანგბადის წარმოების ინჟინერ-ქიმიკოსს გაეწია დახმარება 425 ლარის ოდენობით მასტოპათიის და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ, სიცივის საამქროს მემანქანეს გაეწია დახმარება 460 ლარის ოდენობით, ჭიპის თიაქარის ოპერაციის ჩასატარებლად.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, გადანაწილება მოხდა შემდეგი სახით: გვარჯილის საამქროს მტვირთავ-ჩამბმელს შვილის პლეოპტო-ორთოპტული მკურნალობის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 230 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით მეუღლის კატარაქტის ოპერაციის ჩასატარებლად, ასევე წყალმმარაგების საამქროს მეაპარატეს შვილის ტერფის ვალგუსური დეფორმაციის ოპერაციული მკურნალობისათვის გაეწია დახმარება 560 ლარის ოდენობით, საშვების კონტროლიორს მეუღლის გულის შუნტირების ჩასატარებლად გაეწია დახმარება 535 ლარის ოდენობით.