2024 წლის მაისის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების საამქროს ცვლის უფროსს მენისკექტომიის გამო გაეწია დახმარება 301 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 255 ლარის ოდენობით კოჭწვივის სინოვიტის სამკურნალოდ, 414 ლარის ოდენობით გაეწია დახმარება გვარჯილის უფროს მეაპარატეს ეპიდერმული კისტის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-ქიმიკოსს გაეწია დახმარება 1318 ლარის ოდენობით საშვილოსნოს ლეიომიომის სამკურნალოდ, ამიაკის საამქროს კომპრესორის მემანქანეს გაეწია დახმარება 716 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, ორთქლმომარაგების საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 908 ლარით ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, ანტიკოროზიის თერმომეიზოლატორეს გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად, საქვაბის ზეინკალ-მემონტაჟეს გაეწია დახმარება 475 ლარის ოდენობით ყბის წიაღის ტრეპანაციის ჩასატარებლად, ვიდეომონიტორინგის თანამშრომელს გაეწია დახმარება 380 ლარის ოდენობით დამძიმებული ორსულობის ფონზე დასჭირდა მკურნალობა, რის გამოც გაეწია დახმარება 380 ლარის ოდენობით.

რაც ეხება ოჯახის წევრებზე გაცემულ დახმარებას, იგი გამოიყურება ასე: სანლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 605 ლარის ოდენობით შვილის ჰემოროიდექტომიის გამო, ელექტრო-სარემონტო საამქროს თანამშრომელს მეუღლის მენჯის ენდოპროტეზირების გამო დავეხმარეთ 348 ლარით,  სარემონტო-მექანიკური საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 422 ლარის ოდენობით მეუღლის ვენების ვარიკოზის გამო ჩატარებული ლიგირების ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, გვარჯილის საამქროს მტვირთავს მეუღლის ასევე მენჯის ენდოპროთეზირებისათვის გაეწია დახმარება 1800 ლარის ოდენობითამიაკის წარმოების ცვლის უფროსს მეუღლის საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 926 ლარით, ასევე გვარჯილის საამქროს თანამაშრომელს მეუღლის ჭიპის თიაქარის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 186 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოებიდან იყო 2 განცხადება შემოსული ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთს გაეწია დახმარება 1110 ლარის ოდენობით მკვდარი ნაყოფით მშობიარობის და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ, ხოლო მეორეს – მეუღლის ატერომის ქირურგიული მოშორების თანადაფინანსებისათვის დავეხმარეთ 430 ლარით.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *