2024 წლის აპრილში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
აირმაშველი სამსახურის მძღოლს გაეწია დახმარება 1079 ლარის ოდენობით ჭიპის თიაქარის ოპერაციის დასაფინანსებლად. აზოტმჟავის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 1172 ლარის ოდენობით მენისკექტომიის ჩასატარებლად, წყალმომარაგების ზეინკალს გაეწია დახმარება 1871 ლარის ოდენობით გულის შუნტირების ჩასატარებლად, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტს გაეწია დახმარება 589 ლარის ოდენობით დიაბეტის მკურნალობისთვის, მთავარი მექანიკოსის განყოფილების ინჟინერს გაეწია დახმარება 1680 ლარის ოდენობით ხელის მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობისთვის, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 276 ლარის ოდენობით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსს დავეხმარეთ 421 ლარით ღვიძლის სამკურნალოდ, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოსტატს გაეწია დახმარება 136 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის ასანაზღაურებლად, ციანმარილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 333 ლარის ოდენობით ასევე ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად, ტომრების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 906 ლარის ოდენობით ჰემოროიდექტომიის გამო, ასევე ტომრების საამქროს ტომრების შემგროვებელს გაეწია დახმარება 703 ლარის ოდენობით არითმიის სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ტომრების საამქროს დამლაგებელს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად გავუწიეთ დახმარება 232 ლარის ოდენობით, ეკონომიკის სამმართველოს ეკონომისტს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით შვილის ცხვირის წიაღების ოპერაციული მკურნალობის გამო, ციანმარილების თანამშრომელს დედის დიაბეტური რეთინოპათიის მკურნალობის ფარგლებში თანადაუფინანსეთ 1665 ლარი, კაპმშენებლობის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1340 ლარის ოდენობით შვილის კერატოკონუსის სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 455 ლარის ოდენობით ორსული მეუღლის ანტიკოაგულაციური მკურნალობის ჩასატარებლად.