2024 წლის მარტში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 14 განცხადება. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: საპროექტო განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 210 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად, ცენტრალური ლაბორატორიის ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება მარტის თვეში, ერთ-ერთს თავის ტვინის ანევრიზმის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ლაბორანტს 660 ლარით დავეხმარეთ მუცლის ფარის თიაქარის ოპერაციის ჩასატარებლად, გაყიდვების სამსახურის ოპერატორს გაეწია დახმარება 1084 ლარის ოდენობით ღია დისკექტომიის ჩასატარებლად, გვარჯილის საამქროს მეგარდერობეს დავეხმარეთ 1115 ლარით მენჯ-ბარძაყის განმეორებითი  ენდოპროთეზირების ჩასატარებლად, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 822 ლარის ოდენობით კატარაქტის სამკურნალოდ,

რაც ეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, დახმარებები გაიცა შემდეგნაირად: სარემონტო-მექანიკური საამქროს უფროსის მოადგილეს დავეხმარეთ 210 ლარის ოდენობით შვილის ქოლეცისტექტომიის თანადაფინანსებისათვის. სამშენებლო საამქროს მღებავს განმეორებით გაეწია  დახმარება მეუღლის საშვილოსნოს ოპერაციის გამო 2445 ლარის ოდენობით, საშვთა ბიუროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 2042 ლარის ოდენობით მეუღლის კორონარული არტერიების შუნტირებისათვის, მსშს-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 640 ლარის ოდენობით დედის საკვერცხის კიბოს მკურნალობისთვის, ამიაკის წარმოების ზეინკალ-შემკეთებელს 545 ლარით დავეხმარეთ მეუღლის მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების  თანამშრომელს გაეწია დახმარება 2830 ლარის ოდენობით მეუღლის მკედრის კიბოს სამკურნალოდ, ტომრების საამქროს მეაპარატეს შვილის პიელოლითოტომიისთვის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 617 ლარის ოდენობით, ელექტრო მომარაგების სააქმროს ელმონტიორს გაეწია დახმარება 1147 ლარის ოდენობით მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *