2024 წლის თებერვალში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 10 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: აირმაშველი სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით ტორსის სიმსივნის გამო, ავტოსატრანსპორტო საამქროს ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება: ერთ-ერთს სისხლის მიმოქცევის დარღვევის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 421 ლარის ოდენობით, ხოლო მეორეს კორონაროგრაფიის ჩასატარებლად დავეხმარეთ 1388 ლარით, გვარჯილის საამქროს მტვირთავს გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით ფეხის წყლულის და ერიტემის სამკურნალოდ, აზოტმჟავის საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 423 ლარის ოდენობით მალის მოტეხილობის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების ზეინკალს დავეხმარეთ 946 ლარით ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციის სამკურნალოდ, მსშს-ს თანამშრომელს კანის მწვავე დაავადების სამკურნალოდ გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით, საქვაბის საამქროს 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთ-ერთს – მემანქანეს დავეხმარეთ 260 ლარით ტონზილექტომიის დასაფინანსებლად, მეორეს – საწყობის თანამშრომელს კი 1120 ლარით პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, საწყობის თანამშრომელს გაეწია დახმარება 783 ლარის ოდენობით დიაბეტური პოლინეიროპათიის სამკურნალოდ, ტომრების საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 832 ლარის ოდენობით ჰემოროიდექტომიის ჩასატარებლად.

რაც ეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, გვარჯილის საამქროს მორიგე ელზეინკალს გაეწია დახმარება 2120 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ, ასევე გვარჯილის საამქროს მტვირთავს დავეხმარეთ 200 ლარით ქალიშვილის ჰერპესვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, კაპმშენებლობის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1263 ლარის ოდენობით თვალის კერატოკონუსის სამკურნალოდ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 1440 ლარის ოდენობით შვილის მალების მოტეხილობის სამკურნალოდ, მსშს-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 259 ლარის ოდენობით მეუღლის ჩიყვის და ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების კომპრესორის მემანქანეს გაეწია დახმარება 796 ლარის ოდენობით მამისთვის პეისმეიკერის იმპლანტაციის ჩასატარებლად, სამშენებლო-სამეურნეო საამქროს მღებავს მეუღლის ჰისტერექტომიის გამო გაეწია დახმარება 255 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების ენერგეტიკოსს გაეწია დახმარება 1423 ლარის ოდენობით მეუღლის კრუროგრაფიის ჩასატარებლად, ასევე იგივე წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 762 ლარის ოდენობით მეუღლის საშვილოსნოს პოლიპექტომიის ჩასატარებლად, ტომრების საამქროს დამლაგებელს დავეხმარეთ 1500 ლარით მეუღლის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *