2024 წლის იანვარში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 13 განცხადება. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ციანმარილების წარმოების მეპარატეს გაეწია დახმარება 426 ლარის ოდენობით დოლიხოსიგმას და კოლიტის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების მემანქანეს დავეხმარეთ 742 ლარით ღია დისკექტომიის ჩასატარებლად, აზოტმჟავის ელზეინკალს გაეწია დახმარება 410 ლარის ოდენობით საზარდულის თიაქარის საოპერაციოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 2072 ლარის ოდენობით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს რამოდენიმე თანამშრომელს გაეწია იანვრის თვეში დახმარება, მათ შორის: ერთ-ერთ ზეინკალს მესამედ დავეხმარეთ მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად, მისდამი გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 1527 ლარი, მეორეს გაეწია დახმარება 83 ლარის ოდენობით გულის მწვავე უკმარისობის და ჰიდროთორაქსის სამკურნალო წამლების დაფინანსებისათვის, ორთქლის საამქროს ოპერატორს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით ყბის ძვლის სრული აუგმენტაციის გამო, ელექტრომომარაგების თანამშრომელს მწვავე ინფარქტის გამო გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით.
რაც ეხება ოჯახის წევრებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სახანძრო სამსახურის მეხანძრეს გაეწია დახმარება 970 ლარის ოდენობით მეუღლის მშობიარობის გართულების სამკურნალოდ, მსშს-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით მეუღლის ენდოპროტეზირების დაფინანსებისათვის, ციანმარილების წარმოების სულ 3 თანამშრომელს გაეწია დახმარება იანვრის თვეში, ერთ-ერთი ეხებოდა თანამშრომლის მეუღლის მუცლის ფარის თიაქარის ოპერაციას, რისთვისაც მას გამოეყო 211 ლარი, მეორე შემთხვევა იყო დაფინანსებული 791 ლარით წარმოების ერთ-ერთი მეაპარატის მამის სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ. სარემონტო-მექანიკური საამქროს ოპერატორს გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით ვაჟის სათესლე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.