2023 წლის დეკემბერში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. 14 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 328 ლარის ოდენობით ცერებრული ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, აზოტმჟავის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 119 ლარის ოდენობით თვალის დამწვრობის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს მეაპარატეს დავეხმარეთ 448 ლარით მენისკექტომიის თანადაფინანსების მიზნით, სამეურნეო სამსახურის დამლაგებელს გაეწია დახმარება 316 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის გამო, სატრანსპორტო საამქროს მძღოლს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით ცხვირის ოპერაციის გამო, წყალმომარაგების საამქროს მეაპარატეს დავეხმარეთ 385 ლარით ნიჟარების ოპერაციის ჩასატარებლად, ცენტრალური ლაბორატორიის სინჯის ამღებს გაუწიეთ დახმარება 253 ლარის ოდენობით ლატერალური ეპიკონდილიტის გამო, ორთქლის საამქროს ცვლის უფროსს დავეხმარეთ 1245 ლარით ვულგარული ფსორიაზის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება: ერთს დავეხმარეთ 2241 ლარით თვალის მაკულოპათიის გამო, ხოლო მეორეს 365 ლარით ვენების ლიგირების ჩასატარებლად, მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 405 ლარის ოდენობით ენის პაპილომის ოპერაციის გამო, კაპროლაქტამის წარმოების ზეინკალს დავეხმარეთ 1285 ლარით მიასტენიის სამკურნალოდ, იგივე საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 737 ლარის ოდენობით ბ-ჰეპატიტის სამკურნალოდ, საპროექტო განყოფილების ინჟინერ-ელექტრიკოსს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით გასტროდუოდენიტის სამკურნალოდ.
რაც შეეხება ოჯახის წევრებთან დაკავშირებით მომართვებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების საანქროს ზეინკალს შვილის ასტიგმატიზმის გამო ჩატარებული კორექციის თანადაფინანსებისათვის გავუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ელექტრო მომარაგების ელმონტიორს გაეწია 1187 ლარიანი დახმარება მამის საძილე არტერიის ოკლუზიის ოპერაციული მკურნალობისათვის, ასევე კ/ლაქტამის თანამშრომელს გაეწია დახმარება 410 ლარის ოდენობით მამის ინფარქტის გამო.